19.05.2024 | 13:53
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
აშშ-ის სენატში მოუწოდეს, რომ ნატოს რიგებში პოსტსაბჭოთა ქვეყნების შეყვანა შეწყდეს

ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა რენდ პოლმა განაცხადა. მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიღმა დარჩენილი პოსტსაბჭოთა ქვეყნების ნატოში მიღება არ უნდა მოხდეს.

2004 წელს, ნატოს მეხუთე გაფართოების ფარგლებში ორგანიზაციას ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები - ლატვია, ლიტვა და ესტონეთი შეუერთდნენ.

"ჩვენ აღარ შეგვიძლია უაზროდ ვხარჯოთ სიტყვები მხოლოდ ემოციური და  პოლიტიკური სარგებელისთვის. როდესაც ვსაუბრობთ ნატოს გაფართოებაზე, მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ საბჭოთა კავშირის ყოფილ დანარჩენ ქვეყნებს ალიანსში არ მიიღებენ", - განაცხადა რენდ პოლმა. სენატორმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი არ დაუშვებს ფინეთში  შეიარაღების გარკვეული სისტემების განთავსებას.

დღის გადაცემები