18.05.2024 | 10:54
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
სტოლტენბერგი: "ვშიშობ, უკრაინის კონფლიქტი ნატო-რუსეთს შორის დიდ ომში გადაიზრდება"

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი შესაძლოა, კონტროლიდან გამოვიდეს. 

მისივე თქმით, კონფლიქტი შესაძლოა, ნატო-რუსეთის ომში გადაიზარდოს. 

"ვშიშობ, რომ უკრაინის ომი კონტროლიდან გამოვა და გადაიზრდება დიდ ომში ნატო-რუსეთს შორის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას თავიდან ავიცილებთ.

ეჭვგარეშეა, რომ სრულმასშტაბიანი ომის დაწყება შესაძლებელია, თუმცა ისეთი კონფლიქტის თავიდან აცილება, რომელშიც ევროპული ქვეყნები ჩართული იქნებიან, ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა სტოლტენბერგმა. 

დღის გადაცემები