18.05.2024 | 01:43
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ თურქეთთან ნატო-ში შესვლის თაობაზე მოლაპარაკებებში "ტაიმაუტია" საჭირო

თურქეთთან ნატო-ში შესვლის თაობაზე მოლაპარაკებებში "ტაიმაუტია" საჭირო. ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ Reuters-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"საჭიროა ტაიმაუტი, სანამ სამმხრივ მოლაპარაკებებს დავუბრუნდებით და ვნახავთ, სად აღმოვჩნდით. არ არის საჭირო დასკვნების გამოტანა, სანამ ახლანდელი ვითარების შემდეგ ყველაფერი არ დალაგდება… ვფიქრობ, რამდენიმე კვირით შესვენება იქნება", - თქვა ჰაავისტომ.

მან აღნიშნა, რომ ორშაბათს თურქ კოლეგასთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, მაისის შუა რიცხვებში მომავალი არჩევნების ფონზე, ისინი ზეწოლას გრძნობენ, ამიტომ თუქრეთში დისკუსია გასაგები მიზეზების გამო ბევრი მიმართულებით გამწვავდა", - დასძინა ჰაავისტომ.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ფინეთსა და შვედეთს არაერთხელ უთქვამთ, რომ ალიანსში შესვლას ერთდროულად გეგმავენ, იგი ქვეყნების ცალ-ცალკე მოქმედების საკითხის განხილვის მიზეზებს ვერ ხედავს.

დღის გადაცემები