19.05.2024 | 12:37
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
აშშ-ის მხრიდან ჩრდილოეთ კორეის კუთვნილი საცდელი რაკეტის ჩამოგდება ომის გამოცხადებად აღიქმება - ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება შეერთებულ შტატებს ემუქრება. ჩრდილოეთ კორეა აშშ-ის მხრიდან ჩრდილოეთ კორეის კუთვნილი საცდელი რაკეტის ჩამოგდებას ომის გამოცხადებად განიხილავს.

ამავე ცნობით, აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნები კორეის ნახევარკუნძულზე სიტუაციის გამწვავებას იწვევს.

მათივე თქმით, ჩრდილოეთ კორეა რაკეტების ტესტირებას მოწინააღმდეგის წვრთნების პარალელურად გააგრძელებს.

"მის მკაფიო გამოცხადებად იქნება აღქმული, თუ ჩვენს სტრატეგიულ იარაღზე განხორციელდება ისეთი ქმედებები, როგორიც არის ჩამოგდება", - აღნიშნა კიმ ჯონგმა.

მისი თქმით, აშშ-სა და სამხრეთ კორეის მიერ დემონსტრაციული სამხედრო მოქმედებების გაფართოების შემთხვევაში, ჩრდილოეთ კორეის არმია რეაგირებას მოახდენს გარკვეული საშუალებებით.

დღის გადაცემები