19.05.2024 | 10:43
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
CNN: ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში უსაფრთხოების პრევენციულ ზომებს იღებენ იმ შემთხვევისთვის, თუ ტრამპისთვის ბრალის წაყენება ფართო პროტესტს გამოიწვევს

ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის ოფიციალური პირები უსაფრთხოების პრევენციულ ზომებს იღებენ იმ შემთხვევისთვის, თუ დონალდ ტრამპისთვის ბრალის შესაძლო წაყენება ფართო პროტესტს გამოიწვევს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

CNN-ის ინფორმაციით, ნიუ-იორკის პოლიციის ყველა ოფიცერი მზად იქნება განლაგებისთვის, თუ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ბრალს წაუყენებენ.

ტრამპის იურიდიულ გუნდთან დაახლოებულმა წყარომ CNN-ს განუცხადა, რომ თუ ტრამპს ბრალს წაუყენებენ, ისინი არ ელიან, რომ დაკავება ან სასამართლოში პირველადი გამოჩენა მომავალ კვირამდე მოხდება.

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა გააკრიტიკა დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენების იდეა და პროკურატურის მხრიდან შესაძლო ქმედებას უწოდა "პოლიტიკურად მოტივირებული" და "არა ის, რისი ხილვაც ამერიკელ ხალხს სურს".

დღის გადაცემები