19.05.2024 | 10:43
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
დონალდ ტრამპი: "ძალიან ამაღელვებელი ღამე იყო, არჩევნებს რესპუბლიკელები იგებენ"

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მომხრეებს მიმართა. ტრამპი აცხადებს, რომ შტატებში ამაღელვებელი ღამეა.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, არჩევნებს რესპუბლიკელები მნიშვნელოვნად იგებენ.

დონალდ ტრამპის განცხადებით, მედია რესპუბლიკელების დიდ მარცხს იმედოვნებდა, მაგრამ ეს არ მოხდება.

"ეს იყო ძალიან საინტერესო და ამაღელვებელი ღამე" - აღნიშნა ტრამპმა.

ცნობისთვის, წინასწარი მონაცემებით, სენატში 45 ადგილს რესპუბლიკელები ფლობენ, დემოკრატებს კი 43 ადგილი ერგოთ. წარმომადგენლობით პალატაში რესპუბლიკელებს 168, ხოლო დემოკრატებს 104 ადგილი აქვთ.

დღის გადაცემები