18.05.2024 | 06:06
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: "ჩვენი დიდი სურვილი მაინც ნატოში შვედეთთან ერთად გაწევრიანებაა"

ფინეთი არ ცვლის გეგმას, შეუერთდეს ნატო-ს შვედეთთან ერთად და იმედოვნებს, რომ ამას გააკეთებს არაუგვიანეს ივლისისა. შესაბამისი განცხადება ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰავისტომ გააკეთა.

ჰავისტოს თქმით, პროცესში ფინეთი შვედეთთან, მის უახლოეს სამხედრო პარტნიორთან ერთად იქნება.

"ჩვენი დიდი სურვილი მაინც არის ნატოში შვედეთთან ერთად გაწევრიანება", - განაცხადა ჰავისტომ ჰელსინკში გამართულ პრესკონფერენციაზე.

შვედეთმა და ფინეთმა ნატოში გაწევრიანებაზე რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, გასულ წელს განაცხადეს, მაგრამ თურქეთმა გააპროტესტა. მოგვიანებით, სამმა ქვეყანამ ხელი მოაწერა შეთანხმებას მადრიდში, მაგრამ გასულ კვირას თურქეთმა მოლაპარაკებები შეაჩერა.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კვირას მიანიშნა, რომ ანკარა შესაძლოა დათანხმდეს ფინეთის ნატოში გაწევრიანებას.

დღის გადაცემები