18.05.2024 | 04:44
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თუ ფინეთი და შვედეთი არ გადადგამენ საჭირო ნაბიჯებს პირობების შესასრულებლად, თურქეთი ნატო-ში გაწევრიანების პროცესს გაყინავს

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას გაყინავს, თუ სკანდინავიური ქვეყნები წინა თვეში მიცემულ დაპირებებს ტერორიზმთან დაკავშირებით არ შეასრულებენ.

როგორც თურქეთის პრეზიდენტმა დასძინა, შვედეთი ამ დროისთვის "კარგ იმიჯს არ ავლენს".

"კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ გავყინავთ პროცესს, თუ ეს ქვეყნები არ გადადგამენ საჭირო ნაბიჯებს ჩვენი პირობების შესასრულებლად. განსაკუთრებით აღვნიშნავთ, რომ შვედეთს არ აქვს კარგი იმიჯი ამ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

როგორც მედია წერს, გასულ თვეში, ფინეთისა და შვედეთის მიერ ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების შემდეგ, თურქეთმა გარკვეული წინააღმდეგობის შექმნის შემდეგ, სკანდინავიურ ქვეყნებთან ურთიერთგაგების სამმხრივ მემორანდუმს ხელი მოაწერა.

დღის გადაცემები