19.05.2024 | 13:10
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, სააკაშვილის "პატრონები", რომლებსაც მისი ლიკვიდაციის გეგმა შეიძლება ჰქონდეთ, ევროპარლამენტარები, აშშ-ს ყოფილი თანამდებობის პირები და "გარკვეული ძალები" არიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის "პატრონები", რომლებსაც მისი ლიკვიდაციის გეგმა შეიძლება ჰქონდეთ, ევროპარლამენტარები, აშშ-ს ყოფილი თანამდებობის პირები და "გარკვეული ძალები" არიან.

როგორც მაჭარაშვილი აღნიშნავს, "მიხეილ სააკაშვილი თავის პატრონებს აშანტაჟებს და ემუქრება, რომ თუ არ გაათავისუფლებენ, ალაპარაკდება, როგორც "ოქროს მოწმე" 2008 წლის ომსა და მის საქართველოში შემოყვანასთან დაკავშირებით, ამიტომ მისი პატრონები ბოლო კვირების განმავლობაში განსაკუთრებით გააქტიურდნენ".

"როცა მათ დაინახეს, რომ ნულოვანია იმის შანსი, რომ საზოგადოებამ მხარი დაუჭიროს უკანონო პროცესს, რასაც ჰქვია სასჯელისგან სააკაშვილის გათავისუფლება, დადგა დღის წესრიგში ის, რომ როგორმე ეს "ოქროს მოწმე" პატიმარი სააკაშვილი გააჩუმონ. გაჩუმების ბევრი ხერხი არსებობს, ამიტომ გვინდა ხელისუფლებას მოვუწოდოთ სიფრთხილისკენ. თუ "პატრონები"დაინახავენ საფრთხეს, რომ "ოქროს მოწმე" შეიძლება ალაპარაკდეს, შეიძლება იქნას მიღებული გადაწყვეტილება მის მოშორებაზე, რითაც 2 კურდღელს დაიჭერენ - ერთი ის, რომ ოქროს მოწმე იქნება მოშორებული და საფრთხე თავიდან აცილებული, რომ როგორც 2008 წლის ომთან, ისე მისი შემოყვანის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით რაიმე თქვას და მეორე ის, რომ შეეცდებიან ეს ყველაფერი დააბრალონ ხელისუფლებას და საქმე მივიდეს მეორე ფრონტამდე," - განაცხადა მაჭარაშვილმა.

კითხვაზე: ვინ არიან პატრონები? - მაჭარაშვილი ევროპარლამენტარებზე, მაიკ მაკფოლსა და აშშ-ის სხვა ყოფილი თანამდებობის პირებზე მიუთითებს.

"მე არ მეგონა თუ კიდევ დაგვჭირდებოდა იმის მტკიცება, ვინ არიან სააკაშვილის პატრონები უცხოეთში. მისი სურათები ვის აქვს გამოფენილი ევროპარლამენტში? - გადაახვიეთ რამდენიმე დღის წინანდელი სიუჟეტები და ნახავთ, ე.წ. FreeMisha ვინ გამოფინა. გარკვეული ძალები, მათ შორის ზოგიერთი ყოფილი თანამდებობის პირი განსაკუთრებით აშშ-დან, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ თუ სააკაშვილი ციხეში იქნება, ევროინტეგრაციას პრობლემა შეექმნება - იგივე ბატონი მაკფოლი, რომელმაც საუბარი დაიწყო მის სიკვდილთან დაკავშირებით," - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ინფორმაციისთვის, "ხალხის ძალამ" დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ "სააკაშვილის პატრონებს რჩებათ გეგმა B - მისი, როგორც ოქროს მოწმის მოშორება, სააკაშვილის სიკვდილის ხელისუფლებისთვის დაბრალება, ამ საბაბით კი ქვეყანაში მასობრივი არეულობის მოწყობა".

დღის გადაცემები