18.05.2024 | 02:10
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
შვედეთში აცხადებენ, რომ თურქეთი ნატოში გაწევრიანებაზე თანხმობის სანაცვლოდ ბევრს ითხოვს

შვედეთის პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტერსონის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ თურქეთი მხარს დაუჭერს ნატოში მათ გაწევრიანებას, თუმაც სტოკჰოლმი არ აპირებს, ანკარას ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილოს.

"ერთი მხრივ, თურქეთი ადასტურებს, რომ ჩვენ ყველა პირობა შევასრულეთ, მეორე მხრივ კი, ისინი აყენებენ ისეთ მოთხოვნებს, რომელთა დაკმაყოფილებაც არ შეგვიძლია ან არ გვსურს", - განაცხადა კრისტერსონმა.

მისივე თქმით, ეს მოთხოვნები სამმხრივი მემორანდუმის ფარგლებში არ იყო გათვალისწინებული.

"დროდადრო თურქეთი ასახელებს იმ პირების სახელებს, რომელთა ექსტრადირებასაც ითხოვს. ამის საპასუხოდ შემიძლია განვაცხადო, რომ ასეთ საკითხებს შვედური კანონმდებლობა არეგულირებს", - აცხადებს ქვეყნის მთავრობის მეთაური.

2022 წლის ივნისში ფინეთმა და შვედეთმა ოფიციალურად წარადგინეს განაცხადები ნატოში გაწევრიანების შესახებ. გადაწყვეტილება უკრაინასთან რუსეთის ომმა გამოიწვია.

თურქეთი, რომელიც 70 წელიწადზე მეტია, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრია, ამ ქვეყნების ალიანსში გაწევრიანებას არ ემხრობა - ქვეყნის მაღალჩინოსნები ფინეთსა და შვედეთს ტერორისტული ჯგუფების მხარდაჭერაში, მათთვის თავშესაფრის მიცემაში ადანაშაულებს.

დღის გადაცემები