18.05.2024 | 06:07
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირისპირ შეხვედრა.

მთავრობის მეთაური მიწისძვრით დაზარალებულ ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში ჩავა, სადაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნის სამაშველო სამსახურებთან ერთად მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს აწარმოებენ.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი არიან.

დღის გადაცემები