18.05.2024 | 02:22
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი

თურქეთში, ქალაქ დუზჯეს მახლობლად 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მედიის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, რომ სტამბოლსა და დედაქალაქ ანკარაშიც იგრძნობოდა.

კიდევ ერთი, 4.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა პირველიდან დაახლოებით 20 წუთის შემდეგ დაფიქსირდა.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ არ არსებობს ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ, თუმცა ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჩამ მოგვიანებით განაცხადა, რომ სულ მცირე 22 დაშავდა, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა.

დღის გადაცემები