18.05.2024 | 02:22
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 50 ათასს გადააჭარბა

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 50 ათასს გადააჭარბა. ამის შესახებ ტელეკომპანია "ალჯაზირა" იტყობინება. ბოლო მონაცემებით, თურქეთში სტიქიის შედეგად 44 218 ადამიანია დაღუპული, სირიაში კი გარდაცვლილთა რიცხვი 5 914-ს შეადგენს.

7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა თურქეთში 6 თებერვალს მოხდა, რასაც კატასტროფული შედეგები მოჰყვა. მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეულ სახლებთან დაკავშირებით თურქეთში გამოძიება 600-ზე მეტი პირის წინააღმდეგ დაიწყო. დაკავებულია 184 ეჭვმიტანილი. მათ შორის სამშენებლო კონტრაქტორები და შენობების მფლობელებიც არიან.

დღის გადაცემები