18.05.2024 | 09:29
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
საქართველოს მთავრობის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ჩართულობით უკრაინელი ბავშვები აჭარაში დაისვენებენ

მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჩართულობით უკრაინელი ბავშვები ზაფხულის სეზონზე აჭარაში დაისვენებენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინელი მოქალაქეების ჯგუფი - კერძოდ მცირეწლოვანი ბავშვები და მათი მშობლები აჭარას დღეს ესტუმრნენ. სტუმრებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი დახვდნენ. პატარა ვიზიტორებს გასართობი პროგრამით საყვარელი ანიმაციური პერსონაჟები შეეგებნენ.

მათივე ცნობით, უკრაინელი ბავშვები ერთთვიან გამაჯანსაღებელ და დასვენების კურსს გონიოში გაატარებენ. აჭარის მთავრობის ორგანიზებით მათთვის დაგეგმილია გასართობ-შემეცნებითი აქტივობები და ტურები.

უკრაინელი ბავშვების საქართველოში დასვენების პროგრამა ქ.კიევის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება. 50-ზე მეტი უკრაინის მოქალაქე უკრაინიდან მოლდოვას მიმართულებით ქ.კიევის ვიცე-მერმა მარინა ხონდამ და უკრაინაში საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა გამოაცილეს. ჯგუფის საქართველოში მგზავრობას და დასვენებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს.

დღის გადაცემები