18.05.2024 | 08:04
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
მედია - რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებმა მინსკში სამიტზე, საჯარო განცხადებებში უკრაინის ხსენებას თავი აარიდეს

რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებმა მინსკში გამართულ სამიტზე, საჯარო განცხადებებში უკრაინის ხსენებას თავი აარიდეს. ამის შესახებ მედია წერს.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ბელარუსი რუსეთის უახლოესი მოკავშირეა.

ამასთან, კრემლის ლიდერის თქმით, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობამ წელს შესაძლოა 40 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწიოს, რაც რეკორდულად მაღალი ნიშნული იქნება.

პუტინის თქმითვე, რუსეთი მზადაა გააგრძელოს ბელარუსის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი და დაეხმაროს ოფიციალურ მინსკს ატომური ენერგიის ინდუსტრიის შექმნაში.

მედიის ცნობით, პუტინი ლუკაშენკოს სავაჭრო ბრუნვის გაზრდისა და ბირთვული ენერგიის განვითარების გარდა, კოსმოსში თანამშრომლობასაც დაჰპირდა.

დღის გადაცემები