18.05.2024 | 05:38
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
დავით ქართველიშვილი პრემიერის პარლამენტში გამოსვლაზე: "ეს იყო საქართველოს უახლოესი ათწლეულის როგორც მიღწევების, ასევე დესტრუქციისა და ღალატის მოკლე "ანთოლოგია"

"ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პარლამენტში გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

"დასრულდა პრემიერ-მინისტრის გამოსვლა პარლამენტში. ეს იყო საქართველოს უახლოესი ათწლეულის როგორც მიღწევების, ასევე დესტრუქციისა და ღალატის მოკლე "ანთოლოგია". ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწევების - რაც მხოლოდ და მხოლოდ მოქმედ, "რუსულად" მონათლულ ხელისუფლებას უკავშირდება. და რადიკალური დესტრუქციის - რაც ე.წ. "დასავლურ" ოპოზიციას უკავშირდება თავისი კორუმპირებული, უსამართლო და მიკერძოებული "გლობალური ომის პარტიის" ლობისტებით.

იმ ლობისტებით, რომლებიც წლების განმავლობაში ასაზრდოებდნენ ხელისუფლებაში მყოფ ჯალათებს, რეკეტიორებს, მკვლელებს, სადისტებს - ხოლო დღეს ურცხვად ამბობენ: დიახ, სააკაშვილი-კეზერაშვილი-გვარამია არიან კრიმინალები, მაგრამ ესენი "ჩვენი" კრიმინალები არიან და თქვენ ისინი ჩვენ უნდა გადმოგვცენ. და თურმე ამ გადმოცემაზე გადის იმ "ევროპულობის" ფასი, რომელიც საქართველომ უნდა გადაიხადოს. ეს არის ამორალური და ამაზრზენი შემოთავაზება, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ღირსებასა და ფასეულობებს.

პრემიერ-მინისტრმა ევროპას დღეს საკუთარი ფასის გადახდა შესთავაზა - "დეპოლარიზაციის" სახით იმ საკვანძო დათქმის დასაძლევად, რომლის გაღვივებას თავადვე უწყობენ ხელს - დაუყოვნებლივ მიანიჭონ საქართველოს EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის მიმართ უკვე დაკარგა შინაარსობრივი სამართლიანობით გამოწვეული ნდობა, მაგრამ ჩვენი და ევროპის ღირსებებს შორის დამაკავშირებელ ხიდს და პრინციპის საქმეს წარმოადგენს.
ასე რომ, ამ კუთხითაც, დღეს "ბურთიც და მოედანიც" ევროპის მხარეზეა. საქართველომ ქვეყანაში მორიგი ინსპირირებული დესტაბილიზაციის თავიდან აცილების მიზნით, კიდევ ერთი სრულიად უსამართლო, ცილისმწამებლური და ანგაჟირებული მოთხოვნა გაითვალისწინა - "უცხო გავლენების გამჭვირვალობის" კანონპროექტი გამოიწვია. ვნახოთ, რით უპასუხებს ყოველივე ამას ანალოგიური კანონის მიღების გზაზე მყოფი ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებაში", - წერს დავით ქართველიშვილი.

დღის გადაცემები