19.05.2024 | 12:09
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ლევან ნიკოლეიშვილი: "ამასობაში მთელმა ქვეყანამ გაიგო, რომ ნოდარ მელაძეს და ჭუტას, თუ რამე გააჩნიათ არქივში, ყველაფერი რუსული სპეცსამსახურების მიწოდებულია"

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი  მედიაში გავრცელებულ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას ფარულ აუდიოჩანაწერს ეხმიანება, სადაც ალასანია თავისი შვილის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მას არ სურდა, სააკაშვილი საქართველოში ჩამოსულიყო.

ნიკოლეიშვილი წერს, რომ მელიამ სააკაშვილის ორმაგი აგენტობის დასამტკიცებლად გამოაგდო ეს ჩანაწერი. 

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, გიულიმ დაარტყა უტყუარი ბეჭედი. 

"მართალია, მელიამ სააკაშვილის ორმაგი აგენტობის დასამტკიცებლად გამოაგდო ეს ჩანაწერი, მაგრამ ამასობაში მთელმა ქვეყანამ გაიგო, რომ ნოდარ მელაძეს და ჭუტას, თუ რამე გააჩნიათ არქივში, ყველაფერი რუსული სპეცსამსახურების მიწოდებულია. გიულიმ დაარტყა უტყუარი ბეჭედი", - წერს ნიკოლეიშვილი "ფეისბუკზე".

ცნობისთვის, 11 იანვარს "რუსთავი 2"-მა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედის ფარული აუდიომასალა გაავრცელა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდეა ჩაწერილი.

წუთნახევრიან მასალაში, გიული ალასანია საუბრობს, რომ მას არ სურს, სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა.

ასევე, ალასანია საუბრობს ოპოზიციაზე. მათ ბუნებით პარაზიტებს უწოდებს და ამბობს, რომ ისინი მუდამ მისი შვილის ხარჯზე იყვნენ.

აღნიშნულ ჩანაწერთან დაკავშირებით გიული ალასანიამ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ის ჩასული იყო უკრაინაში მიხეილ სააკაშვილთან და საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილებაზე მის გადარწმუნებას ცდილობდა.

"წინააღმდეგი ვიყავი მისი საქართველოში ჩამოსვლის, მე და ჩემი ძმა ჩავედით მასთან, რომ გადაგვეფიქრებინა, მაგრამ ისე მოხდა, რომ მაშინ არ დაგველაპარაკა. როგორ გიპასუხოთ 2 წლის წინანდელ ჩანაწერზე, რომელიც მე არ მახსოვს", - აღნიშნა ალასანიამ.

დღის გადაცემები