19.05.2024 | 11:35
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
გურამ მაჭარაშვილი "ქართულ ოცნებას" ტოვებს და სუბარი-ხუნდაძე-ყაველაშვილის ჯგუფს უერთდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი პარტია "ქართულ ოცნებას" ტოვებს და დამოუკიდებელი დეპუტატის მანდატით განაგრძობს პარლამენტში საქმიანობას.

როგორც მან თავად განმარტა, გუნდს ტოვებს იმისთვის, რომ მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას მსგავსად იმ დეპუტატებისა, რომლებმაც ეს უკვე გააკეთეს. მისივე განმარტებით, "ქართულ ოცნებასთან" არ აქვს რაიმე პოლიტიკური შეუთავსებლობა.

"მსოფლიოში რთული პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს, საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი, ქვეყანაში არსებობს გამოწვევები, განსაკუთრებით მას შემდგომ რაც ბიძინა ივანიშვილის წერილი გამოქვეყნდა და საზოგადოებაშიც ჰქონდა ადეკვატური რეაგირება, დავრწმუნდი იმაში, რომ სწორია ის პოლიტიკა, რასაც ჰქვია საზოგადოებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება.

ჩემი დღევანდელი პოზიცია, რასაც ჰქვია ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრობა, შეიძლება იყოს დამაბრკოლებელი ფაქტორი, რომ საჭირო ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას. გუნდის წევრებს რომ უხერხულობა არ შეექმნას პოლიტიკური კონინუქტურის გამო, მივიჩნიე საჭიროდ, რომ დავტოვო ფრაქცია და კოლეგებთან ერთად საჭირო ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

დამაზუსტებელ კითხვაზე, ტოვებს თუ არა ფრაქციასთან ერთად, პარტიასაც, მაჭარაშვილი აცხადებს, რომ პარტიასაც ტოვებს, რადგან ამართლებს ის პოლიტიკა, რომ ზომიერად საჭირო ინფორმაცია უნდა მიაწოდო საზოგადოებას.

დღის გადაცემები