18.05.2024 | 11:20
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
სოციალური სიდუხჭირე, რომელიც ქუჩებში შეუიარაღებელი თვალით იგრძნობა, შეუმჩნეველია ხელისუფლებისთვის [ვიდეო]

სოციალური სიდუხჭირე, რომელიც ქუჩებში შეუიარაღებელი თვალით იგრძნობა, შეუმჩნეველია ხელისუფლებისთვის. მთავრობის მეთაური დღეს თავს იწონებდა, რომ ქვეყნის ეკონომიკა იზრდება, თუმცა რიცხვებით მანიპულირებისას, ირაკლი ღარიბაშვილს არ განუმარტავს, რატომ არ აისახება გაზრდილი ეკონომიკა უბრალო ადამიანების ცხოვრებაზე. პრემიერ მინისტრს არც ის უთქვამს, რატომ ღარიბდება მოსახლეობა და ვის ჯიბეში მიდის წარმატებული ეკონომიკური სიკეთეები.

 

ეკონომიკის ზრდაზე საუბარი რომ რიცხვებით მანიპულირებაა, ზუსტად იციან ეკონომისტებმა. სოსო სიმონიშვილი ადასტურებს, რომ ეკონომიკური ზრდის დინამიკა დადებითია, მაგრამ განმარტავს, რომ ზრდა სათამაშო ბიზნესსა და საბანკო სექტორშია, რასაც საზოგადოებისთვის არა სარგებელი არამედ ზიანი მოაქვს. ფული რომელიც  აზარტულ თამაშებში იხარჯება  აკლდება საქონელწარმოებას. სოსო სიმონიშვილის თქმით, რეალურად ქაღლდების მიხედვით  ეკონომიკა ზრდადია თუმცა ეს ზრდა  რეალურად ვერ აისახება ხალხის კეთილდღეობაზე.

 

პრობლემები, რაზეც "პატრიოტთა ალიანსში" საუბრობენ, მოსახლეობის ყველა ფენასა თუ ჯგუფს აწუხებს. ვაგზლის მოედანზე გაუსაძლისი პირობების გამო მოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გაამრთეს. ისინი იჯარის გაუქმებას ან განახევარებას მოითხოვენ, მიზეზად კი დაწესებულ რეგულაციებს ასახელებენ და განმარტავენ რომ მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერების გამო მათ მომხმარებელი აღარ ჰყავთ, შესაბამისად ვერც თანხის გამომუშავებას ახერხებენ და ვერც იჯარის გადახდას. მოვაჭრეები ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ წინაარმდეგ შემთხვევაში პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ, თუმცა ჯერ-ჯერობით მათი პრობლემებით მმართველი გუნდი  არ დაინტერესებულა. 

 

პრემიერ-მინისტრმა დღეს ეკონომიკის ზრდაზე ისაუბრა, ორი კვირის წინ მოსახლეობას ამცნო, რომ ეკონომიკა დუღდა. რეალობა სხვაგვარია. ქვეყანაში, სადაც ყოველი მესამე მოქალაქე სოციალურად დაუცველია, სახელმწიფოს შემწეობაზე 600 000-ზე მეტი ადამიანია დამოკიდებული, 200 000 ბავშვი კი შიმშილის ზღვარზეა, მთავრობის მეთაურები ეკონომიკურ ზრდაზე კი არ ლაპარაკობენ, ეკონომიკური პრობლემების დაძლევის კონკრეტულ გზებს ეძებენ და გეგმებს სახავენ.

დღის გადაცემები