18.05.2024 | 06:42
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ირაკლი ღარიბაშვილი - ეკონომიკის ზრდა 7.7%-ს შეადგენს [ვიდეო]

 მთვრობის სხდომაზე  განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემას, ეკონომიკური მდგომარეობა წარმოადგენდა. პრემიერ მინისტრმა, პანდემიის ფონზე შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ეკონომიკის აღდგენის პროცესი სწრაფ ტემპში მიმდინარეობს.  საკითხს  ეკონომიკის მინისტრიც გამოეხმაურა.

„მე მინდა გამოვეხმაურო საერთაშორისო სავალუტო ფონდის გადაწყვეტილებას, რომელმაც გაიზიარა ჩვენი პროგნოზი და წელს ჩვენი ეკონომიკის ზრდა მათი პროგნოზის მიხედვით შეადგენს 7.7%-ს. გაზარდეს, მანამდე იყო 3,5%-მდე და მათი ახალი კორექტირებული პროგნოზი 7,7%-მდე გაიზარდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს პოზიტიური, ძლიერი ტემპი შევინარჩუნოთ. ამიტომ, კიდევ ერთხელ, თხოვნით მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ჩავერთოთ ვაქცინაციაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის გადაცემები