18.05.2024 | 09:53
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
საქართველოში უმუშევარ ადამიანთა რაოდენობამ 20%-ს გადააჭარბა [ვიდეო]

 საქართველოში უმუშევარ ადამიანთა რაოდენობამ 20%-ს გადააჭარბა, მოქალაქეები სამუშაოს ძიებაში ქვეყნიდან  გარბიან და საარსებო მინიმუმს საზღვრის მიღმა ეძებენ. ხელისუფლებამ დაივიწყა,  ხალხს კი ახსოვს,  მმართველი პარტიის,  უკეთესი  სოციალური მდგომარეობისა და მეტი სამუშაო ადგილის შესახებ დანაპირები.

 

გერმანიაში სამუშაო ვიზიტის მსურველი უკვე, 98 000-ზე მეტი ქართველი აღმოჩნდა. საგანგაშო სტატისტიკა ყოველდღიურად მზარდია.

 

უმუშევრობა, ნეპოტიზმი და ანაზღაურება, რომელიც მინიმალურ ხარჯებსაც ვერ ფარავს,  გაძვირებული ცხოვრება და ყოვედღიური ბრძოლა არსებობისთვის- ეს ხელისუფლების 9 წლის მანძილზე გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, უმუშევარი ადამიანები, რომ ჩამოშლილი ქვეყნის ეკონომიკის დარტყმაა,  უმრავლესობის წევრებისგან განსხვავებით, იციან ეკონომიკის სფეროს სპეციალისტებმა, რომლებიც ხელისუფლებას საკუთარ შეცდომებზე მიუთითებენ.

 

თუ აქამდე პანდემიით ხსნიდნენ, დღეს, უმრავლესობაში, სამუშაო ადგილების დეფიციტსა და ქვეყნიდან გაქცეულ სამუშაოს მაძიებლებს სხვაგვარ ახსნას უძებნიან. ხელისუფლების წარმომადგენლები  მოგვიწოდებენ, რომ საკითხს როგორც კარგ შესაძლებლობას, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში დასაქმების კუთხით, შევხედოთ. როგორც აღმოჩნდა მმართვეელ ძალას მიგრაციაში მყოფი და წამსვლელი ადამიანების რიცხვი საგანგაშოდ ამ დრომდე არ მიაჩნია.

დღის გადაცემები