18.05.2024 | 10:55
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
საქართველოში საწვავის ფასი სამ ლარს გადასცდა [ვიდეო]

საქართველოში საწვავის ფასი უკვე სამ ლარს გადასცდა.  რამდენიმე ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურზე ერთი ლიტრი ბენზინის ფასი 3. ლარსა 06 თეთრს შეადგენს.  2021 წლის მარტის მონაცემებს თუ გადავხედავთ საწვავის ღირებულება დაახლობით 0.06 თეთრით არის გაზრდილი. ლარის გაუფასურების ფონზე საწვავი ბოლო თვეებია უწყვეტად ძვირდება, რაც ავტომატურად  ტრასპორტით მომსახურეობას და პროდუქტის ღირებულებას აძვირებს. გაუსაძლისი გაჭირვების ფონზე  მძღოლები, ამბობენ, რომ თუ საწვავის ფასი კიდევ გაიზრდება, მანქანებს ისინი უბრალოდ გააჩერებენ. როგორც, სამარშუტო ტაქსის მძღოლები განმარატვენ ფასების მატება მომსახურეობის გადასახადის გაზრდასაც  გამოიწვევს.

 

ნავთობიმპორტიორთა კავშრის პროგნოზები არასახარბიელოა.  კორონა პანდემიის გამო მსოფლიოში  დაწესებული შეზღუდვების მოხსნის  შემდეგ, საწვავზე მოთხოვნაც  გაიზრდა. რაც  საცალო ბაზრებში ბენზინზე ფასების მატებას იწვევს.  ნავთობიმპორტიორთა კავშირში ამბობენ, რომ ნავთობზე ფასების მატების ტენდენცია შენარჩუნდება.

 

მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობის ფასი ამჟამად ერთ ბარელზე 64 დოლარს შეადგენს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ნავთობის ღირებულება 7.9 % გაიზარდა. ქართულ ბაზარზე  საწვავის გაძვირებას ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებას უკავშრებენ ეკონომისტები. რამაზ გერლიანის განმარტებით, ქართული ბაზარი ოლიგოპოლიურია და კერძო კომპანიები კრიზისულ პერიოდში თავის დაზღვევის მიზნით, ფასებს თვითონვე ზრდიან.

დღის გადაცემები