18.05.2024 | 08:03
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ეკონომიკური კრიზისი და 2021 წლის ბიუჯეტი

ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ კრიზისს ჯანდაცვის სისტემაში არსებული პრობლემებიც ერთვის თან, რაც ქვეყანაში არსებულ რთულ ვითარებას კიდევ უფრო მეტად ამძიმებს. 2021 წლის ბიუჯეტი პარლამენტში განსახილველად უკვე მზადაა, თუმცა ოპოზცია საკანონმდებლო ორგანოში შესვლას არ აპირებს. კვირაზე მეტია დიალოგზე საუბრობენ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები, თუმცა ერთ ენაზე მოსაუბრე პოლიტიკურ პარტიებს დიალოგის სხვადასხვაგვარი გაგება აქვთ. მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველა პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობაა ქვეყნაზე ზრუნვა.

 

2021 წლის ბიუჯეტი 4,3%-იან ეკონომიკურ ზრდაზე დაიგეგმება. პანდემიის და მისგან გამომდინარე არსებული შეზღუდვების ფონზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მომდევნო წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა. ვანო მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ  "ქვეყნის დანგრევა-არ დანგრევის“ საკითხი, პარლამენტში შესვლასა და ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობაზე გადის.

 

ვიდრე კანონმდებლები 2021 წლის ბიუჯეტის განხილვას შეუდგებიან, ქვეყანაში ეკონომიკური თუ პოლიტიკური ვითარება დუღილის პროცესშია. ლარი გაუფასურებას განაგრძობს, ეროვნული ბანკი კი ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

დღის გადაცემები