18.05.2024 | 11:20
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
სახელმწიფო პენსიის გამცემ ბანკს ყოველწლიურად 15 მილიონ ლარს გადაუხდის [ვიდეო]

ორ კვირაში  გაირკვევა რომელი კომერციული ბანკი დაარიგებს მომდევნო 7 წლის განმავლობაში პენსიებს. მიმდინარე თვის ბოლოს კომერციული ბანკებისთვის კონკურსი ცხადდება. ამ ეტაპზე ინტერესი „ლიბერთიმ“, „საქარელოსა“ და თიბისი ბანკებმა გამოთქვეს.  უწყებათაშორისმა კომისიამ საპენსიო სესხების საკითხზე მსჯელობა გასული კვირის ბოლოს დაასრულა. განხილვაში მმართველი გუნდის, ოპოზიციის, ბანკებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები  მონაწილეობდნენ. კომისიამ  საკონკურსო პირობები შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც, საპენსიო სესხის პროცენტი 36-დან - 26 პროცენტით დაიწია.  პენსიონერები ამბობენ, მათ საპენსიო პროცენტის გადახდა უჭირთ და ამბობენ რომ მათთვის 26 პროცენტიც მაღალია.   

სახელმწიფო პენსიის გამცემ ბანკს ყოველწლიურად 15 მილიონ ლარს გადაუხდის,  რაც  ერთგვარი სუბსიდირებაა ხელისუფლების მხრიდან, რათა საპროცენტო განაკვეთი შემცირდეს. 

დღის გადაცემები