18.05.2024 | 08:30
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ბეწვის ხიდზე გამავალი საქართველოს ეკონომიკა

ბეწვის ხიდზე გამავალი საქართველოს ეკონომიკა პანდემიის ფონზე, 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა კიდევ უფრო  დაამძიმა. ამას ადასტურებს გაუფასურებული ლარი, გაძვირებული მედიკამენტების, პროდუქტების ფასები და გაღარიბებული მოსახლეობის ზრდა. 2020 წლის სექტემბრის მონაცემებით საარსებო მიმღებთა რაოდენობამ  შვდიწლიან მაქსიმუმს მიაღწია და ყოველთვიურ დახმარებას მოსახლეობის დაახლოებით 13 პროცენტი იღებს. ეკონომისტების თქმით,  ბენეფიციარების ზრდა მოსახლეობის მასიურ სიღარიბის ზრდაზე მიანიშნებს. მოქალეების ყოველდღიურობა კი გაძვირებული ფასების  გამო გაუსაძლისი ხდება.

 

შექმნილი ეკონომიკური კრიზისის საპასუხოდ საქართველოს მთავრობა სამომავლოდ  მეტი საგარეო ვალის აღებას გეგმავს, ვიდრე აქამდე იყო განსაზღვრული.   ეკონომისტ გიორგი კეპულაძის შეფასებით, დამატებითი ვალები საქართველოს სახელმწიფო ვალის კანონით გასაზღვრულ 60 %-იან ზღავარს გადააჭარბებს, რის შედეგადაც ეკონომიკა სრულად ჩამოიშლება.

 

მთავრობა 2021 წლისათვის ეკონომიკის 5 პროცენტიან ზრდას პროგნოზირებდა, თუმცა ექსპერტები პირიქით ვარდნას ვარაუდობენ.

დღის გადაცემები