19.05.2024 | 23:33
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
არჩილ თალაკვაძე: "მშვიდობიანი მანიფესტანტის ქურქებში გამოწყობილ რადიკალებს, რომლებიც უკანა რიგებში იმალებოდით, მინდა გითხრათ - ქვეყნის მომავალი და ევროპული იდეა გაცილებით მეტ ადამიანს გვაერთიანებს"

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, როცა რეგიონში ომია და ქვეყანა დიდი გამოწვევების წინაშე დგას, მშვიდობა და ერთიანობა უნდა შევინარჩუნოთ.

მშვიდობიანი მანიფესტანტის ქურქებში გამოწყობილ რადიკალებს, რომლებიც გუშინ უკანა რიგებში იმალებოდით, რომ ხალხს არ დაენახეთ, რადგან ისინი კარგად გიცნობენ - მინდა გითხრათ, ჩვენი ქვეყნის მომავალი და ევროპული იდეა გაცილებით მეტ ადამიანს გვაერთიანებს - მათ შორის ბევრი გუშინ იდგა რუსთაველზე. ბევრიც გუშინ იდგა საზღვრებზე და ქვეყანას იცავდა, ბევრი იცავდა წესრიგს და აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებას, ბევრიც სასწრაფოს ავტომობილში მორიგეობდა.

ყველა პარტიამ თავის ისტორიას გადახედოს, ვინ რა გააკეთა ამ ქვეყანაში ევროპული - ევროპა არის ადამიანის უფლებების პატივისცემა; ევროპა არის განათლება და ჯანდაცვა; ევროპა არის სიტყვის თავისუფლება და მრავალფეროვანი მედია; ევროპა არის კანონის უზენაესობა; საკუთრების უფლების დაცვა და ბიზნესის თავისუფლება; ევროპა არის პოლიტიკური პლურალიზმი და წარმომადგენლობითი პარლამენტი; ევროპა არის არჩევნების შედეგების პატივისცემა; ევროპა არის უნარი, რომ რაღაც ახლის ასაშენებლად არ დაანგრიო რაიმე უფრო მნიშვნელოვანი; ევროპა არის სტაბილურობა, უსაფრთხოება - როცა მოქალაქეებს პროგნოზის გაკეთება შეუძლიათ და უსაფრთხო, მშვიდობიან მომავალს ხედავენ". - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

დღის გადაცემები