18.05.2024 | 00:27
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ილია დარჩიაშვილი დღეს ჟოზეფ ბორელს შეხვდება

საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში შეხვედრებს განაგრძობს. ილია დარჩიაშვილი დღეს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს შეხვდება. ჟოზეფ ბორელთან საუბრის ძირითადი თემა საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესია. ბორელთან მსჯელობა იქნება რეგიონში არსებულ ვითარებაზეც, უკრაინის ომის გავლენაზე, რომელიც ახალ გამოწვევებს ქმნის და ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერაზე პარტნიორი საქართველოს მიმართ.

"დღეს იგეგმება რამდენიმე შეხვედრა როგორც ევროპარლამენტში, ასევე ევროკომისიაში და ასევე ჩანიშნულია შეხვედრა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ბატონ ჟოზეფ ბორელთან. განხილული იქნება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობასა და თანამშრომლობაში არსებული საკითხების ფართო სპექტრი. მთავარი ყურადღება იქნება გამახვილებული 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციის პროცესზე", - განაცხადა ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

დღის გადაცემები