17.05.2024 | 21:17
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ანჯეი დუდა: "იმედი გვაქვს, საქართველო გახდება ევროკავშირისა და ნატოს წევრი, მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებებს"

"იმედი გვაქვს, საქართველო გახდება ევროკავშირისა და ნატოს წევრი, მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებებს", - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ  საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

როგორც ანჯეი დუდამ განაცხადა, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება საქართველოს მისცემს უკეთეს პირობებს ეკონომიკური განვითარებისა და პოლიტიკური უსაფრთხოებისთვის.

"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ არც თუ ისე შორეულ პერიოდში, საქართველო მიიღებს სტატუსს, იქნება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა, ასევე, შევა ნატოში. პოლონეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ამ მისწრაფებებს და ყოველთვის მხარს დაუჭერს. ეს ჩვენი უსაფრთხოების საკითხია. ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება საქართველოს უფრო მეტ კარგ პირობებს მისცემს იმისათვის, რომ ეკონომიკური განვითარება და პოლიტიკური უსაფრთხოება მოიპოვოს", - აცხადებს პოლონეთის პრეზიდენტი.

დღის გადაცემები