19.05.2024 | 15:51
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებული საქმის გამოძიების ფარგლებში, იტალიის პოლიციამ ევროპარლამენტარი ანდრეა კოცოლინო დააკავა

"კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებული საქმის გამოძიების ფარგლებში, იტალიის პოლიციამ ევროპარლამენტარი ანდრეა კოცოლინო დააკავა", – ინფორმაციას გამოცემა "POLITICo" ავრცელებს.

დაკავების ორდერი ბელგიის ხელისუფლებამ გასცა, რომელმაც 10 თებერვალს ამავე საქმის გამოძიების ფარგლებში კოცოლინოს კოლეგა, ბელგიელი დეპუტატი მარკ ტარაბელა დააკავა.

როგორც იტალიურ მედიას კოცოლინოს ადვოკატმა, დიმიტრი დე ბეკომ განაცხადა, დაკავებიდან რამდენიმე საათში კოცოლინო სახლში დაბრუნდა და ახლა შინა პატიმრობაში იმყოფება.
ბელგიური მხარე კოცოლინოს ექსტრადირებას ითხოვს, ამ საკითხს სასამართლო სამშაბათს, 14 თებერვალს განიხილავს.

ევროპარლამენტმა გასულ ხუთშაბათს გამართულ პლენარულ სესიაზე ტარაბელასა და ევროპარლამენტარ ანდრეა კოცოლინოს იმუნიტეტი მოუხსნა.
10 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბერძენი ევროდეპუტატი და ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი, ევა კაილი ბელგიის პოლიციამ დააკავა. ის ფიგურირებს ანტიკორუფციულ გამოძიებაში, რომელიც კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობას ეხება.

გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავებმა კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 600 ათასი ევრო, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა.
11 დეკემბერს, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ კორუფციულ სკანდალში გახვეულ ევა კაილის მანდატი შეუჩერა.

დღის გადაცემები