ტელე-რადიო გადაცემების ვიდეოჩანაწერები
08 დეკემბერი, 2019, 23:30 - 00:25
წამყვანი: არეშიძე გია
სტუმარი: დიხამინჯია თენგიზ



08 დეკემბერი, 2019, 22:30 - 23:25
წამყვანი: არეშიძე გია
სტუმარი: მამრაძე პეტრე



08 დეკემბერი, 2019, 21:30 - 22:25
წამყვანი: დარასელია გიორგი
სტუმარი: მამა შიო კვარაცხელია, მამა დოროთე ყურაშვილი



08 დეკემბერი, 2019, 20:30 - 21:25
წამყვანი: კვირის ამბები 20:30-ზე



08 დეკემბერი, 2019, 18:30 - 19:25
წამყვანი: დავითაშვილი ნინო
სტუმარი: ჯიბლაძე შოთა, პაპიძე ზაზა



08 დეკემბერი, 2019, 18:00 - 18:25
წამყვანი: სვანიძე ბაკურ



08 დეკემბერი, 2019, 14:30 - 15:20
წამყვანი: მიქიაშვილი ნინო



08 დეკემბერი, 2019, 11:30 - 12:20
წამყვანი: კვესელავა ლიზა



08 დეკემბერი, 2019, 10:30 - 11:20
წამყვანი: ლორჩოშვილი ნინო
სტუმარი: ჯანგულაშვილი ლევან
.jpg)


08 დეკემბერი, 2019, 08:30 - 09:20
წამყვანი: ლორჩოშვილი ნინო

.jpg)

07 დეკემბერი, 2019, 23:30 - ნაწ:2
წამყვანი: რატიშვილი ნინო
სტუმარი: ასათიანი აკაკი



07 დეკემბერი, 2019, 22:30 - ნაწ:1
წამყვანი: რატიშვილი ნინო
სტუმარი: ხუხაშვილი გია, ნიკოლაიშვილი გელა



07 დეკემბერი, 2019, 20:30 - 21:20
წამყვანი: ახალი ამბები 20:30-ზე



07 დეკემბერი, 2019, 19:30 - 20:20
წამყვანი: ნიკოლაიშვილი გურამ
სტუმარი: იუკურიძე გივი, ანანიძე ჯუმბერ



07 დეკემბერი, 2019, 18:30 - 19:20
წამყვანი: დავითაშვილი ნინო
სტუმარი: ლორთქიფანიძე ლევან, შერვაშიძე როსტომ



10 "ცხელი" ამბავი


პოლიტოლოგი ბადრი ნაჭყებია 2020 წელს "პატრიოტთა ალიანსის" წარმატებას პროგნოზირებს.
„მე არ გამოვრიცხავ, რომ მოხდეს ე.წ. მოლდავეთის ვარიანტი. როდესაც 1999 წელს ვლადიმერ ვორონინი აირჩიეს პრეზიდენტად. ამ შემთხვევაში შეიძლება ქართველი ამომრჩეველი არ მიემხროს არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“ და გააკეთოს ახალი არჩევანი „პატრიოტთა ალიანსის“ სახით. თუ „პარტრიოტთა ალიანსს“ ეყოფა მოთმინება, ტაქტი და სწორი მიმართულებით გააგრძელებს საგარეო პოლიტიკის დივერსიფიკაციას აშშ-თან მიმართებაში, მაშინ გამარჯვების დიდი შანსი აქვს. მავანს სურს აღიქვას „პატრიოტთა ალიანსი“, როგორც ანტიამერიკული ძალა, მაგრამ ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. პარტიის მოქმედებამ გვიჩვენა, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ აქვს სერიოზული სახალხო მხარდაჭერა“,- განაცხადა ბადრი ნაჭყებიამ „ობიექტივის“ ეთერში.


აქციები და კონტრაქციები - ქართული პოლარიზებული პოლიტიკის ჩვეულ მოვლენად იქცა. მაშინ, როდესაც ხელისუფლება კვლავ ნაციონალური მოძრაობის მთავარ ოპონენტად წარმოჩენას ცდილობს, სპორტის სასახლეში „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდასაჭერად 11 000-ზე მეტი მოქალაქე იკრიბება მთავარი მოთხოვნებით: გასამართლდეს ყოფილი ხელისუფლება, ამჟამინდელმა მმართველობამ კი სამართლიან საარჩევნო გარემოს უზრუნველჰყოს. როგორც ჩანს პატრიოტების ხალხმრავალი აქცია ხელისუფლებისთვის იმდენად დამაფიქრებელი აღმოჩნდა, „ნაცონალურ მოძრაობას“ რეგიონებში სახელდახელოდ მომზადებული კონტრაქცია დაუპირისპირა. მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსის დაკარგვამ შფოთი მოჰგვარა ნაციონალურ მოძრაობასაც. მათი გადაწყვეტილებით პროტესტი რეგიონებში გადაინაცვლებს. როგორც ჩანს, ნაციონალები საკუთარი მცირერიცხოვნების დაფარვას, რაიონული ცენტრების, შედარებით მცირე პერიმეტრზე აპირებენ.
პოლიტიკურ პლატფორმაზე ძლიერ ოპოზიციად, „პატრიოტთა ალაინსს“ მიიჩნევს პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია. მისი თქმით, სპორტის სასახლეში გამართულმა მრავალრიცხოვნამა აქციამ ეს ფაქტი კიდევ უფრო გაამყარა.
საკუთარი შესაძლებლობები იციან „პატრიოტთა ალიანსში“, რაც არაერთხელ დაამტკიცეს. პარტიის აღმასრულებელი მდივანი განმარტავს, რომ ხელისუფლების მთავარი ოპონენტი საზოგადოების ის დიდი ნაწილია, ვინც პარტიის აქციაზე მათი მიზნები და პოზიცია გაიზიარა.
მოქალაქეები უკეთეს მომავალს სწორედ „პატიოტთა ალიანსის“ ინიციატივებში ხედავენ. საზოგადოების უმრავლესობა ამ პარტიას და მათ ლიდერებს ნდობას უცხადებს.


„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა მრავალათასიან მხარდამჭერთან ერთად საკუთარი მოთხოვნები მორიგჯერ გააჟღერეს. პატრიოტებმა მოქალაქეებს სპორტის სასახლეში უმასპინძლეს. პარტიის ლიდერების მოთხოვნები უცვლელია, დამნაშავე რეჟიმის დასჯა, პროპორციული მშვიდი და სტაბილური არჩევნები ქვეყანაში. პარტიის ლიდერებმა შეკრებილ საზოგადოებას მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა სწორედ „პატრიოტთა ალიანსია“, რომელსაც მხარს თანამოაზრეთა მრავალათასიანი აქციები უმაგრებს.
ქვეყნის მთავარი ოპოზიციონერი ძალის პროტესტს შეუერთდნენ ახალგაზრდა პატრიოტებიც.
პატრიოტების პოზიციას სამართლიანობის დამკვიდრებისა თუ სხვა პოლიტიკურ საკითხების შესახე მოქალაქეები იზიარებენ. მოქალაქეები პარტიის ლიდერები სმიერ გაჟღერებულ ინიციატივებს და პოზიციებს ნდობას უცხადებენ და განმარტავენ, რომ ქვეყნის უკეთეს მომავალს სწორედ პატრიოტთა ალიანსის წინამძღოლობით ხედავენ.
„პატრიოტთა ალიანსმა“ დღევანდელი აქციით კდიევ ერთხელ განამტკიცა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ხელისუფლების მთავარი ოპონენტი სწორედ საზოგადეობის ის დიდი ნაწილია, ვინც დღეს პარტიის მიზნები და პოზიციები გაიზიარა. როგორც ჩანს ამის გააზრება ხელისუფლებასაც მოუწევს, რადგან „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების განცხადებით, პროტესტი იქამდე არ შეწყდება, ვიდრე მმართველი გუნდი, საზოგადოების მთავარ მოთხოვნებს არ შეასრულებს.


„პატრიოტთა ალიანსს“ რეზოლუციაზე, რომელიც მიზანდ სააკაშვილ-ბოკერიას რეჟიმის სამართლებრივ-პოლიტიკურ შეფასებას ისახავს, მსჯელობის გადადება არ მოუთხოვია - ასე უპასუხეს პარტიაში პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, ბიუროს სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას. როგორც არჩილ თალაკვაძემ გამოაცხადა, განხილვის გადავადება პარტიამ სამი თვით ითხოვა. საკანონმდებლო ორგანოში გაჟღერებულ ინიციატივაზე ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშილმა ისაუბრა.
როგორც „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ამბობს, პარლამენტის თავმჯდომარე შეცდომაშია შეყვანილი, რადგან პარტიას რეზოლუციის გადადების მოთხოვნით არავისთვის მიუმართავს, პირიქით, უმრავლესობას რეზოლუციის დროული კენჭისყრისკენ მოუწოდებს. ირმა ინაშვილის ინფორმაციით, მათთან შეუთანხმებლად დოკუმენტზე მსჯელობის გადატანის ინიციატორი იურიდიული კომიტეტი იყო.
„პატრიოტთა ალიანსში მიაჩნიათ, რომ დამნაშავეების დასჯის გარეშე დემოკრატია და სტაბილურობა ვერ მიიღწევა. ირმა ინაშვილმა მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის ინტერვიუც გაიხსენა, რომელშიც ნაცვლიშვილი ირწმუნება, რომ წინა რეჟიმის მთავარი ფიგურანტების მიმართ, სისხლის სამართლის საქმეები არსებობს. ვიცე-სპიკერი შესაბამის ორგანოებს დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდებს.


საქართველოში, საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციების ისედაც შერყეული რეპუტაცია, კითხვის ნიშნის ქვეშ კიდევ ერთხელ დადგა. ის, რომ IRI ანუ ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევა საზოგადოების განწყობებს არასდროს ემთხვევა და ჭეშმარიტებას სრულად აცდენილია, როგორც დგინდება, ობიექტური მიზეზებით არის განპირობებული. ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ დოკუმენტაცია გამოაქვეყნა, რაც IRI-ს რეპუტაციისთვის საკონტროლო გასროლა აღმოჩნდა. პოლიტოლოგი ორგანიზაციის თავმდჯომარის მოადგილეს, რენდი შენემანს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფიციალურ ლობისტობაში ამხელს და იქვე ფაქტის დამადასტურებელ დოკუმენტაციასაც წარმოადგენს. გია აბაშიძემ გამოარკვია, რომ IRI ბორდში ადგილს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ევროპულ საქართველოსთან“ ასოცირებული არადიპლომატიურობით სახელგანთქმული ამერიკელი პროფესორი დევიდ კრამერიც იკავებს.
IRI-ს სანდოობა კითხვის ნიშნისქვეშ არაერთხელ დააყენეს ანალიტიკოსებმა. გავრცელებულ ინფორმაციას გაეცნენ და პოზიცია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევა არასანდოა, კიდევ უფრო გაუმყარდათ. პოლიტიკური სფეროს ექსპერტები ყურადღებას კვლევების მიზანსა და სპეციფიკაზე ამახვილებენ და მიიჩნევენ, რომ IRI ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირზე დასმულ კითხვის ნიშნებს უნდა უპასუხოს.
IRI და „ნაციონალური მოძრაობის“ საერთო ინტერესების შესახებ ეჭვი არ ეპარებათ მმართველ გუნდში. „ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ ორგანიზაციის კვლევები „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით მზადდება.
ფაქტი ერთია წლიდან წლამდე ამომრჩეველი IRI სრულიად განსხვავებულ არჩევანს აკეთებს. უფრო მეტიც, „პატრიოტთა ალიანსის“ მიერი გამოკითხული 18 ათასი მოქალაქიდან, 69% „ენდიაისა“ და „აირაის“ მატყუარა ორგანიზაციებად მოიხსენიებს.


კათალიკოს პატრიარქის მოწოდების მიუხედავად, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი ჯერ კიდევ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სადაო ტერიტორიად რჩება. ხელისუფლებისგან ტრადიციული, არაერთი დაპირებების მიუხედავად, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხი გადაუჭრელია. დავით გარეჯის მღვდელთმსახური ყვება, რომ ადგილზე მდგომარეობა კვლავ მძიმეა და ამით მოქმედი ხელისუფლება აღარ ინტერესდება.
ადგილობრივი გიდი, ზვიად ანანიაშვილი განმარტავს, რომ ადგილზე მდგომარეობა უცვლელია, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან კი ქმედითი ნაბიჯები არ ჩანს. ანანიაშვილის გაკვირვებას იწვევს ის, თუ რატომ მიივიწყა მთავრობამ გარეჯის სამონასტრო კომპლექსი. ადგილობრივი გიდი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, დაინტერესდნენ სამონასტრო კომპლექსის მდგომარეობით, რათა ქართველმა ერმა კიდევ არ დაკარგოს ტერიტორია.
ხელისუფლებისგან განსხვავებით, უდაბნოსა და ჩიჩხიტურის კოშკი არ დავიწყებია „საქართველოს პატრიოთა ალიანსს“. პატრიოტების გენერალურმა მდივანმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექტში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ ხელისუფლება დუმილს ამჯობინებს, რადგან სამოქმედო გეგმა არ გააჩნია. პარლამენტის ვიცე-სპიკერი არ გამორიცხავს, რომ უდაბნოს ტერიტორია ხელისუფლების მიერ გასხვისებულიც კი იყოს.
როგორც ისტორიკოსი გია ანჩაბაძე აღნიშნავს, მეექვსე საუკუნის სამონასტრო კომპლექსი მეოცე საუკუნემდე საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა. კომუნისტური რეჟიმის დროს კი საზღვრების მდებარეობა შეცვალეს, რამაც აღნიშნული კონფლიქტი წარმოშვა. ისტორიათმცოდნისთვის შემაშფოთებელია, ის ფაქტი, რომ ქვეყნის მოქმედი ხელისუფლება, ისევე, როგორც დელიმიტაციის კომისია, ამ დრომდე საკითხის გადაჭრას სათანადოდ არ ცდილობს.
სადელიმიტაციო ორმხრივი კომისია, რომელიც ბოლოს რამდენიმე თვის წინ, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ პირველად შეიკრიბა, დღეს დუმილს ამჯობინებს. საკითხზე პასუხი არ აქვთ არც საგარეო საქმეთა სამინისტროში. რატომ გახდა საქართველოს ისტორიული სამონასტრო კომპლექსი ხელისუფლებისგან მივიწყებული, უცნობია, ამ ფონზე საზოგადოებას არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა რჩება. მაშინ, როცა ქვეყნის 20% ოკუპირებულია, მოქმედი ხელისუფლება მორიგი სადაო ტერიტორიების დასაცავად არ მოქმედებს.


მისივე თქმით, “ქართული ოცნებაც” და “ნაციონალური მოძრაობაც” ბოროტებაა და არც ერთი არ იბრძვის საქართველოსთვის.
„ეს ქვეყანა არის ქართველი ხალხის, ამიტომ ჩვენ უნდა დავეპატრონოთ ამ ქვეყანას," - ასე მიმართა დავით თარხან-მოურავმა აქციაზე შეკრებილებს.
პარტიის ლიდერებმა აქციაზე მხარდამჭერებს ახალი გეგმის შესახებ განუცხადეს, რომლის მიხედვითაც თბილისში დაწყებული საპროტესტო მუხტი რეგიონებში გადაინაცვლებს და აქციები ქვეყნის ყველა მსხვილ ქალაქში ჩატარდება.
ამის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსი“ შემაჯამებელ აქციას თბილისში, თავისუფლების მოედანზე გეგმავს.


ჩვენ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება წამოვიდეს კომპრომისზე - ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს.
„ჩვენი მთავარი მოთხოვნაა შეიცვალოს საარჩევნო სისტემა. ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს დანაპირები და გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე. არჩევნებზე დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის მომავალი. როდესაც 73 ოლქში ერთი პარტიის დეპუტატი იმარჯვებს ეს არის ხელისუფლების უზურპაცია. ამის წინააღმდეგ გამოვდივართ ჩვენ. პარტიული სიით არჩევნები, ტყუილისა და პოლიტიკური სპექტაკლების დამთავრება, ეს არის ჩვენი სამართლიანი მოთხოვნა. ჩვენ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება წამოვიდეს ამ კომპრომისზე.
იმის დასტურად, რომ ხალხი ითხოვს საარჩევნო სისტემის ცვლილებას, „პატრიოტთა ალაინსის“ მხარდამჭერებმა წითელი ბარათებით გამოხატეს თავისი პროტესტი ხელისუფლების მისამართით.


როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ბათუმში ჩატარებული მასშტაბური გამოკითხვის შემდეგ, მორიგი კვლევა ქალაქ რუსთავში ჩატარდა.
რუსთავში გამოიკითხა 56 000-ზე მეტი რუსთაველი. შეგახსენებთ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში 45 000 ამომრჩეველზე ნაკლებმა რუსთაველმა მიიღო მონაწილეობა. 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში და 2018 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც - 45 000 ნაკლებმა რუსთაველმა მიიღო მონაწილეობა.
გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ გამოკითხულთა 78% - 43 952 რუსთაველი მხარს უჭერს სამხედრო მიუმხრობლობას.
ანუ ავსტრიის, შვეიცარიის, შვედეთის, ფინეთის სამხედრო ნეიტრალიტეტის მოდელს.
პასუხის გაცემისაგან თავი შეიკავა - 6%-მა. წინააღმდეგია - 15%.
გამოკითხულთა თითქმის 81% - 45 356 რუსთაველი მიიჩნევს, რომ საქართველოს ერთიანობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთთან სამშვიდობო პოლიტიკით და პირდაპირი დიალოგით, ცხინვალთან-სოხუმთან და მოსკოვთან.
პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა - 6 %-მა, წინააღმდეგი აღმოჩნდა დაახლოებით- 14%.
როგორც პარტიის ლიდერმა აღნიშნა, გამოკითხვას სამხედრო მიუმხრობლობის თემასთან დაკავშირებით საქართველოს ყველა დიდ ქალაქში გააგრძელებენ.
თბილისში ჩატარდება ასევე, მასშტაბური საყოველთაო გამოკითხვა და ეს შედეგები დოკუმენტაციასთან ერთად წარედგინება საქართველოს პარლამენტს.
რუსთავში გამოკითხვა აწარმოა 500 -ზე მეტმა მოხალისემ. შემდეგი კვლევა ქალაქ ქუთაისს მოიცავს.


„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ინიციატივით ბათუმში სახალხო გამოკითხვა ჩატარდა. გამოკითხული ბათუმელების უმრავლესობა სამხედრო მიუმხრობლობას უჭერს მხარს.
გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ გამოკითხულთა 69%, ანუ 53130 ბათუმელი მხარს უჭერს სამხედრო მიუმხრობლობას. ანუ ავსტრიის, შვეიცარიის, ფინეთის სამხედრო ნეიტრალიტეტის მოდელს. პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა -16%, წინააღმდეგი კი მხოლოდ -15% აღმოჩნდა.
გამოკითხვა ჩატარდა 2019 წლის 25 სექტემბიდან, ქალაქ ბათუმში. გამოიკითხა 77 000 რესპოდენტი და გამოკითხვა აწარმოვა 1082-მა მოხალისემ.
როგორც „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები აცხადებენ, კვლევა ეტაპობრივად საქართველოს ყველა დიდ ქალაქს მოიცავს. საბოლოო შედეგების ამსახველი დოკუმენტაცია კი პარლამენტს წარედგინება.
ახალი ამბების ზოლი
2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის შემაჯამებელი განხილვა გაიმართება [იხ. ვიდეო]
გამოქვეყნების თარიღი: 06.12.2019, 12:10

პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის შემაჯამებელი განხილვა გაიმართება. ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს დასამტკიცებლად პლენარულ სხდომაზე მომდევნო კვირაში გაიტანენ.2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო დოკუმენტში ასიგნებები 14, მილიარდ ლარამდეა გაზრდილი. კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის თქმით, ბიუჯეტის დაკორექტირებულ ვარიანტში მთავრობამ პარლამენტის შენიშვნების მნიშვნლოვანი ნაწილი ასახა. კოვზანაძის განმარტებით, დაფინასება ეზრდება რეგიონული განვითარების ფონდს, განათლების სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს. შენარჩუნებულია სოციალური მიმართულების ხარჯები, რომელიც პენსიებისა და ხელფასების ზრდას ითვალისწინებს.ცნობილია, რომ საპარლამენტო ოპოზიცია მხარს არ უჭერს 2020 წლის ბიუჯეტის კანონპროექტს.
დავით ზალკალიანი პოლონელ კოლეგას ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე ესაუბრა [იხ. ვიდეო]
გამოქვეყნების თარიღი: 06.12.2019, 12:09

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ბრატისლავაში, ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, პოლონელ კოლეგას, იაცეკ ჩაპუტივიჩს შეხვდა. მინისტრებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლოს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს და ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტი დაგმეს. მინისტრებმა აქტიური ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის განსამტკიცებლად მომავალი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგი მიმოიხილეს. დადებითად შეფასდა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მიმდინარეობა, მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა და ურთიერთმხარდაჭერა.
ბრატისლავაში ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი გრძელდება [იხ. ვიდეო]
გამოქვეყნების თარიღი: 06.12.2019, 12:09

ბრატისლავაში ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი გრძელდება. მონაწილე ქვეყნების პირველი დიპლომატების გამოსვლები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასაც დაეთმო. საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთი საერთაშორისო ნორმების და ვალდებულებების უხეშ დარღვევასა და აგრესიულ ქმედებებში დაადანაშაულეს. ახსენეს საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეც. მინისტერიალის მონაწილეებს მიმართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც, თუმცა გამოსვლის დროს მას საქართველო საერთოდ არ უხსენებია. სერგეი ლავროვს საქართველოს გამო კოლეგების მწვავე გზავნილების და კრიტიკის მოსმენა მოუხდა.
გამოქვეყნების თარიღი: 06.12.2019, 12:07

დავით ზალკალიანმა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა აურელი ჩიკიომ ორი ქვეყნის ევრპული ინტეგრაციის დღის წესრიგი განიხილეს. მინისტრებმა ორმხრივი ურთიერთობის საკითხებზე, ვიზიტების ინტენსიობის გაზრდის აუცილებელობაზე და ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. დავით ზალკალიანმა მოლდოველ კოლეგას საქართველოს ინიციატივები და აღმოსვალეთ პარტნირობასთან დაკავშირებით თავისი ხედვები გააცნო.
გამოქვეყნების თარიღი: 06.12.2019, 12:05

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს დღეს კენჭს უყრის. კანდიდატებთან გასაუბრება საბჭომ წინა კვირას გამართა.
იუსტიციის საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი მას შემდეგ გამოაცხადა, რაც უმაღლეს ინსტანციაში ერთ-ერთ მოსამართლეს, ვასილ როინიშვილს უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ამოეწურა.
აღნიშნული საკითხისა გარდა, საბჭო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წერილზეც იმსჯელებს, თუმცა წერილის შინაარსი უცნობია.
გამოქვეყნების თარიღი: 06.12.2019, 12:03

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი კვლევის მიხედვით 2018 წელს წითელას ინფექციით მსოფლიოში 142,000 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2019 წლის იანვრიდან დღემდე წითელას შემთხვევები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სამჯერ მეტია. ექსპერტების განმარტებით, სოციალური მედიის საშუალებით გავრცელებულმა აცრის საწინააღმდეგო დეზინფორმაციამ, წითელას შემთხვევების მატებას ხელი შეუწყო აშშ და დიდ ბრიტანეთში. წითელას მსხერპლთა უმეტესობა ბავშვია.
საფრანგეთში მასშტაბური გაფიცვა გრძელდება [იხ. ვიდეო]
გამოქვეყნების თარიღი: 06.12.2019, 12:013

საფრანგეთში მასშტაბური გაფიცვა გრძელდება. მოსახლეობა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ დაანონსებულ საპენსიო რეფორმას აპროტესტებს. წუხელ პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაკავებულია ათობით ადამიანი. საყოველთაო გაფიცვის შედეგად პარალიზებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დახურულია სკოლები, გადადებულია ფრენები და არ მუშაობს რკინიგზა. საფრანგეთის პოლიციის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ქუჩებში 806.000 ადამიანი გამოვიდა.
პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს [იხ. ვიდეო]
გამოქვეყნების თარიღი: 06.12.2019, 12:00

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება.სხდომაზე განიხილავენ მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედებას ეხება. 11 მაჟორიტარი, რომლებმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეს, ახლა შერეული სისტემის გაუქმებას და 2020 წლის შემდეგ სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედებას ითხოვს.
საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატორები იმედოვნებენ, რომ დღეს თანაგუნდელებს და პარტიის თავმჯდომარეს იდეის სისწორეში დაარწმუნებენ. უმრავლესობის სხდომის დაწყების წინ შოთა ხაბარელმა განაცხადა, რომ მაჟორიტარი დეპუტატების ინიციატივა სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედების თაობაზე საინტერესო წინადადებაა, თუმცა საკითხს სიღრმისეული გაცნობა სჭირდება.
გამოქვეყნების თარიღი: 05.12.2019, 21:08

მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილს 2020 წლის შემდეგ პარლამენტის ორპალატიანი სისტემის შემოღება სურს. როგორც "ქართული ოცნების" დეპუტატებმა განაცხადეს მათი წინადადება არა სრულად მაჟორიტარულ სისტემას, არამედ ამერიკულ საარჩევნო მოდელს გულისხმობს და მას საკონსტიტუციო ცვლილებები დასჭირდება.საკითხს ხვალ უმრავლესობის სხდომაზე განიხილავენ.მაჟორიტარ დეპუტატთა ეს ნაწილი ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. საკანონმდებლო ცვლილებები მათ უკვე მოამზადეს. როგორც ცნობილია ინიცირებისათვის 200 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერაა საჭირო.
გამოქვეყნების თარიღი: 05.12.2019, 21:03

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ეკა ბესელიას დადგენილების პროექტი ჩააგდო, რომელიც სასამართლოებში კლანური მმართველობის შეფასებას ეხება. ეკა ბესელიას განცხადებით, მმართველი გუნდის წევრები ვერ ბედავენ, რომ სასამართლო სისტემაში არსებულ მძიმე ვითარებას სახელი დაარქვან. მისივე თქმით, ამ დადგენილების პროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას მწვავე დებატები მოჰყვება.დადგენილების პროექტის ინიციატორები ბესელიასთან ერთად, ასევე, დეპუტატები ზვიად კვაჭანტირაძეც და ნატო ჩხეიძე არიან.
საქართველოში მოსწავლეთა წიგნიერების დონე გაუარესებულია [იხ. ვიდეო]
გამოქვეყნების თარიღი: 05.12.2019, 21:00

ბოლო სამი წლის კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოში მოსწავლეთა წიგნიერების დონე გაუარესებულია. შედეგები ასევე დამაკმაყოფილებელზე ქვემოთაა მათემატიკაში და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. PISA-ს კვლევის მიხედვით კითხვარში საქართველოს მონაცემები 2015 წელთან შედარებით 3 პუნქტით არის გაუარესებული. მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის 2018 წლის კვლევაში საქართველოდან 326 სკოლიდან 5572-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
PISA-ს კვლევის შედეგები გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელისთვის მოულოდნელი არ იყო. სოფო გორგოძე აღნიშნავს, რომ საგანმანათლებლო სისტემაში პრობლემები ეროვნულ შეფასებებშიც იკვეთებოდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამავე კვლევაში აღმავალ ტენდენციებსაც ეხება და მაგალითად მათემატიკის 19 ქულიანი გაუმჯობესება მოჰყავს. საერთაშორისო კვლევის მიხედვითვე დგინდება, რომ გოგონები განათლების ყველა მიმართულებით გაცილებით უკეთ შედეგებს აჩვენებენ, ვიდრე ბიჭები. სოფო გორგოძე აღნიშნავს, რომ კვლევის შედეგებს მნიშვნელოვანი გაანალიზება სჭირდება.
გია მურღულია იმ მიზეზებზე საუბრობს, რომელმაც მოსწავლეებში წიგნიერების დონე დაღმასვლისკენ წაიყვანა. განათლების ექსპერტს მიაჩნია, რომ მომთხოვნელობა და პასუხისმგებლობა გაცილებით მაღალდონეზე უნდა იყოს ქვეყანაში, ვიდრე ეს ჩვენს რეალობაშია. სახელმწიფო სადაც მუდმივად რეფორმების რეჟიმშია და სკოლებს თვისობრივად ახალ ამოცანებს უყენებენ სასურველი შედეგის მიღწევა შეუძლებელია. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოში ძირითადად კონცენტრირებულნი ვართ საგანმანატლებლო პროცესზე და არა განათლების ხარისხზე. მასწავლებელთა კომპეტენცია და მართვის სისტემაში არსებულ ხარვეზებს პრობლემის მთავარ გამოწვევად მიიჩნევს გია მურღულია. ექსპერტი განათლების სისტემაში მონიტორინგის სისტემის ამოქმედების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.
მარიამ ჯაში განათლების მინისტრს ურჩევს საგანმანათლებლო სისტემაში მეტი ყურადღება დაეთმოს საგნების შინაარსობრივ და ხარისხობრივ ნაწილს, რათა საერთაშორისო კვლევების შედეგებმა ქვეყანა სათანადო პოზიციაზე წარმოაჩინოს.
პოლიტოლოგი ბადრი ნაჭყებია 2020 წელს "პატრიოტთა ალიანსის" წარმატებას პროგნოზირებს [იხ. ვიდეო]
გამოქვეყნების თარიღი: 05.12.2019, 13:00

პოლიტოლოგი ბადრი ნაჭყებია 2020 წელს "პატრიოტთა ალიანსის" წარმატებას პროგნოზირებს.
„მე არ გამოვრიცხავ, რომ მოხდეს ე.წ. მოლდავეთის ვარიანტი. როდესაც 1999 წელს ვლადიმერ ვორონინი აირჩიეს პრეზიდენტად. ამ შემთხვევაში შეიძლება ქართველი ამომრჩეველი არ მიემხროს არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“ და გააკეთოს ახალი არჩევანი „პატრიოტთა ალიანსის“ სახით. თუ „პარტრიოტთა ალიანსს“ ეყოფა მოთმინება, ტაქტი და სწორი მიმართულებით გააგრძელებს საგარეო პოლიტიკის დივერსიფიკაციას აშშ-თან მიმართებაში, მაშინ გამარჯვების დიდი შანსი აქვს. მავანს სურს აღიქვას „პატრიოტთა ალიანსი“, როგორც ანტიამერიკული ძალა, მაგრამ ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. პარტიის მოქმედებამ გვიჩვენა, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ აქვს სერიოზული სახალხო მხარდაჭერა“,- განაცხადა ბადრი ნაჭყებიამ „ობიექტივის“ ეთერში.
გამოქვეყნების თარიღი: 05.12.2019, 12:12

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს. სამედიცინო მიმართულების სტუდენტებმა და რეზიდენტურის სერთიფიკატის მაძიებელმა პირებმა მთავრობის მიერ 2 დეკემბერს გამოცემული ის დადგენილება გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც, რეზიდენტურაში ჩასაბარებელ გამოცდაზე გასვლა 80 ლარი, ხოლო რეზიდენტურის დამამთავრებელ გამოცდაზე გასვლა 120 ლარი ეღირება. ამ დადგენილებამდე აღნიშნული გამოცდები უფასო იყო. ჯანდაცვის სამინისტროსთან შეკრებილმა სტუდენტებმა სამინისტროს კანცელარიაში საგამოცდო ტესტების ამობეჭდილი ვერსია ჩააბარეს, რომლებშიც მათივე თქმით, არაერთი ტექნიკური, თუ გრამატიკული შეცდომაა დაშვებული. აქციის მონაწილე გიორგი ჭელიძე ამბობს, რომ უკვე ამზადებენ შესაბამის სარჩელს, რომლითაც მთავრობის მიერ გამოცემული დადგენილების გაუქმებას სასამართლოს გზით მოითხოვენ.
გამოქვეყნების თარიღი: 05.12.2019, 12:10

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები. მათ ვიდეო მიმართვა გაავრცელეს, სადაც კოლეგებს მხოფლიოს გარშემო პროტესტის გავრცელებაში თანადგომისკენ მოუწოდებენ.
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში 27-ე დღეა იმყოფება. მას ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დასდეს ბრალი. ოჯახი ახლა ე.წ სასამრთლოს ჩანიშვნის მოლოდინშია, რომლის გამართვის დრო ამ ეტაპზე უცნობია. რამდენიმე დღის წინ, სერთასირისო ორგანიზაცია წითელი ჯვრის მეშვეობით, ექიმმა ოჯახს წერილი გამოუგზავნა, სადაც აღნიშნავდა, რომ თავს ნორმალურად გრძნობს.
გამოქვეყნების თარიღი: 05.12.2019, 12:07

2019 წლის 11 თვის შედეგებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას 1 მილიონ 670 მილიონი ლარი მოახმარა. გავრცელებული ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით, სამინისტრომ 667 მილიონი ლარით ანუ 67%-ით მეტი ფინანსური რესურსი აითვისა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 11 თვის ბიუჯეტის შესრულება 2019 წელს ისტორიულად ყველაზე მაღალია.
საქართველოში სამუშაოს შესრულებისას წელიწადნახევრის განმავლობაში 84 პირი დაიღუპა [იხ. ვიდეო]
გამოქვეყნების თარიღი: 05.12.2019, 12:05

საქართველოში სამუშაოს შესრულებისას წელიწადნახევრის განმავლობაში 84 პირი დაიღუპა. 2018 წლიდან 2019 წლის ივნისის ჩათვლით პერიოდში, სამუშაოს შესრულებისას 270 ადამიანი დაშავდა. შსს-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2019 წლის 6 თვეში სამუშაოს შესრულებისას დაშავებულ პირთა რაოდენობა 71-ია, ამავე პერიოდში სამუშაოს შესრულებისას 25 პირი დაიღუპა. შეგახსენებთ, საქართველოში შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონი 2019 წლის მარტში ამოქმედდა, სრული დატვირთვით კი ძალაში სექტემბრიდან შევიდა.
2019 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 10 პროცენტით გაიზარდა [იხ. ვიდეო]
გამოქვეყნების თარიღი: 05.12.2019, 12:03

მათივე ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო 86 მლნ ბოთლი ღვინო, რაც ბოლო 30 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთში - 24%-მდე ჩინეთში - 2%-მდე აშშ-ში - 48%-მდე და დიდი ბრიტანეთში 22% მდე.
თამარ ჟვანია - 2020 წლის არჩევნები უნდა წარიმართოს მაღალი სტანდარტით [იხ. ვიდეო]
გამოქვეყნების თარიღი: 05.12.2019, 12:00

2020 წლის არჩევნები უნდა წარიმართოს მაღალი სტანდარტით. ძალიან მნიშვნელოვანია არსებობდეს სიმშვიდე, პოლიტიკური დიალოგი და კონსენსუსი, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რითაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები შეაფასა. თამარ ჟვანიას თქმით, აქვს მოლოდინი, რომ ქვეყანაში ვითარება ისე წარიმართება, რომ მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა იყოს.
ე.წ "გერმანული მოდელი" პარლამენტში უკვე ინიცირებულია [იხ. ვიდეო]
გამოქვეყნების თარიღი: 04.12.2019, 21:06

ე.წ "გერმანული მოდელი" პარლამენტში უკვე ინიცირებულია. ოპოზიციამ საკუთარი ინიციატივა საკანონდებლო ორგანოში მიიტანა. შეთავაზება ახლა პარლამენტის იურიდიულ დეპარტამენტს გადაეგზავნება, რომელიც დოკუმენტური შესწავლის შემდეგ, პროექტს ბიუროზე გაიტანს. ბიუროზე დარეგისტრირების შემდეგ კი სახალხო დამცველს უკვე უფლება ექნება კანონპროექტი ექსპერტული ანალიზისთვის ეუთი/ოდირს გაუგზავნოს. როგორც პარლამენტის ვიცეს-პიკერი, "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, სწორედ ეს კანონპროექტია ქვეყანაში არსებული მწვავე პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი.
ნიკა გვარამია ხელისუფლების დამხობის მოწოდებით გამოდის [იხ. ვიდეო]
გამოქვეყნების თარიღი: 04.12.2019, 21:03

ხელისუფლების დამხობის მოწოდებით გამოდის ტელეკომპანია მთავარის დირექტორი, ნიკა გვარამია. "უზურპატორი თავის ხუნვეიბინებიან- მანქურთებიანად უნდა დავამხოთ. სხვა არჩევანი უბრალოდ აღარ დაგვრჩა", წერს ნიკა გვარამია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე. მის განცხდებას ხელისუფლების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი, გის ვოლსკი მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიას მოწოდება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საუბრის გამოძახილია. მმართველ პარტიაში ირწმუნებიან, რომ ქვეყნის დესტაბილიზაციას არ დაუშვებენ. ტელეკომპანია მთავარის ხელმძღვანელის განცხადებას, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც აფასებენ.
გამოქვეყნების თარიღი: 04.12.2019, 21:00

ანტიბიოტიკები- 11.7 %, ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები 9.1%, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები 6.7 %, ეს არის იმ პროდუქტების ჩამონათვალი , რომლებზეც ფასები ბოლო პერიოდში მკვეთრადაა მომატებული. მოსახლეობა ამას თავიდანვე ვერ გრძნობს თუმცა გრძელვადიან პრეიოდში გამოდის, რომ მკვეთრადაა გაზრდილი. ზოგიერთ მედიკამენტზე კი 100%-ზე მეტი ზრდაც კი ფიქსირდება. მომხმარებელთა აზრით ჩამოთვლილ მედიკამენტებზე ფასები საგრძნობლად არის მომატებული. მათი თქმით ხელისუფლება უუნაროა და ფასებს არ არეგულირებს.
ოპოზიციისათვის წამლით უზრუნველყოფის პროგრამა, რომლის ბიუჯეტიც 20 მილიონია, საერთოდ გაუგებარია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მთავრობამ ამ დრომდე მხოლოდ 2 მილიონი გახარჯა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ფულს მიზანმიმართულად ვერ ხარჯავს.ასევე მმართველ გუნდსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის კორუფციულ გარიგებაზე სუაბრობენ.
გამოქვეყნების თარიღი: 04.12.2019, 12:06

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შემუშავებულ მოდელს ოპოზიცია პარლამენტში დღეს დაარეგისტრირებს. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ქართულ რეალობაზე მორგებული ე.წ. გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციასთან სრულიად თავსებადია, რასაც კატეგორიულად უარყოფენ მმართველ გუნდში. რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტში დარეგისტრირების შემდეგ, კანონპროექტი ჯერ ბიუროს წარედგინება, მოგვიანებით კი მის განხილვას კომიტეტები დაიწყებენ.
ლონდონი დღეს ნატო-ს წევრი 29 სახელმწიფოს ლიდერებს უმასპინძლებს [იხ. ვიდეო]
გამოქვეყნების თარიღი: 04.12.2019, 12:04

ლონდონი დღეს ნატო-ს წევრი 29 სახელმწიფოს ლიდერებს უმასპინძლებს. ალიანსის დაარსებიდან 70 წლის საიუბილეო შეხვედრა სასტუმრო „გრუვში“ გაიმართება. სახელმწიფოს მეთაურებისა და მთავრობის ხელმძღვანელების დონეზე, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომას ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს. შეხვედრას საქართველოს საგარეო-საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც ესწრება.
კახა კალაძე - თბილისს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსპორტი ეყოლება [იხ. ვიდეო]
გამოქვეყნების თარიღი: 04.12.2019, 12:02

თბილისს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსპორტი ეყოლება,- ამის შესახებ, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მერმა ტრანსპორტის განვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე მოწესრიგებული იქნება.
გამოქვეყნების თარიღი: 04.12.2019, 12:00

მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს აღნიშნავს. საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საღმრთო ლიტურგია სრულდება. სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღავლინა. ლიტურგიის დასრულების შემდეგ ილია მეორემ მრევლს დღესასწაული მიულოცა და ტრადიციული ქადაგებით მიმართა.
ემანუელ მაკრონმა და ვლადიმერ პუტინმა შეხვედრაზე საქართველოს თემაზე ისაუბრეს [იხ. ვიდეო]
გამოქვეყნების თარიღი: 03.12.2019, 21:00

საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანგ კოლეგასთან შეხვედრისას იმ მთავარ გამოწვევებზე ისაუბრა, რაც საქართელოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციას უკავშირდება. დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ჟან ივ ლე დრიანი ადასტურებს ინფორმაციას ემანუელ მაკრონისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრისას საუბარი საქართველოს თემასაც შეეხო. ქვეყნის მთავარი დიპლომატი მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოს თემის მუდმივ აქტუალიზაციას.
ემანუელ მაკრონისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ქართველი პოლიტოლოგებისთვის საგულისხმო აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ორი ქმვეყნის ლიდერის პირისპირ შეხვედრისას საქართველოს ხსენება ოპტიმიზმის გარკვეულ საფუძელს იძლევა, ქართველ ანალიტიკოსებს ყურადღების მიღმა არ რჩებათ ევროპის წინაშე მდგარი გამოწვევები. სოსო ცინცაძე აღნიშნავს, რომ მაკრონის დიპლომატიური სტილი რუსეთთან მიმართენაში ცალსახად გამოხატული არ არის. პოლიტოლოგი ემანუელ მაკრონის პოლიტიკურ ცდუნებებზეც მიანიშნებს, თუმცა საერთაშორისო პოლიტიკის საჭადრაკო დაფაზე მნიშვნელოვან სვლებს ნატოს სამიტის შემდეგ ელის.
გამოქვეყნების თარიღი: 03.12.2019, 12:08

თბილისში, “ქართული ოცნების” ოფისთან მომხდარი დაპირისპირების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ სახელწიფომ პრევენციული ზომები უნდა გამოიყენოს ისეთი მოქმედებების დროს, რომელმაც შესაძლოა ძალადობა გამოიწვიოს.
პროტესტის გამოხატვა უნდა დარჩეს მშვიდობიან ფარგლებში, ისევე როგორც კანონით არის გათვალისწინებული და წინასწარ უნდა მოხდეს ისეთი აქტივობების პრევენცია, რომელმაც შეიძლება ძალადობა გამოიწვიოს”, – განაცხადა თალაკვაძემ.
ლონდონი ნატო-ს საიუბილეო ღონისძიებების აღნიშვნისთვის ემზადება [იხ. ვიდეო]
გამოქვეყნების თარიღი: 03.12.2019, 12:05

ლონდონი ნატო-ს საიუბილეო ღონისძიებების აღნიშვნისთვის ემზადება. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაარსებიდან 70 წელი გავიდა. სამხედრო ბლოკის წევრი 29 სახელმწიფოს მეთაურები, მთავრობის ხელმძღვანელები და სამხედრო ლიდერები ორგანიზაციის საიუბილეო შეხვედრაზე სიმბოლურად ინგლისის დედაქალაქში შეიკრიბებიან.4 დეკემბრის ლიდერების შეხვედრამდე კი დღეს ნატო-ს სახალხო დიპლომატიის ფორუმი გაიმართება, რომელშიც, ნატო-ს წევრ ქვეყნებთან ერთად, ალიანსის პარტნიორი ქვეყნები, მათ შორის საქართველოც მიიღებს მონაწილეობას. ნატო-ში საქართველოს ელჩის, ალექსანდრე მაისურაძის თქმით, ლონდონის შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება თავდაცვის ხარჯებს დაეთმობა.
3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა [იხ. ვიდეო]
გამოქვეყნების თარიღი: 03.12.2019, 12:03

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. დღესვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, შეზღუდულ შესაძლებლობათა მქონე პირთა დასაქმებასთან დაკავშირებული ფორუმი გაიმართება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე 1992 წლიდან აღინიშნება.
გამოქვეყნების თარიღი: 03.12.2019, 12:00

„ქართული ოცნების“ ოფისთან „შეცვალეს“ წევრებსა და „ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს შორის გუშინ ღამით ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. „შეცვალეს“ აქციაზე „ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები შეძახილებით მივიდნენ რასაც მათ შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. მოძრაობა "სირცხვილიას" ერთ-ერთი ლიდერის გიგა მაქარაშვილის ინფორმაციით, “ქართული ოცნების“ ოფისთან 5 აქტივისტი დაშავდა, მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია. მაქარაშვილის ცნობით, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრებმა მათი მისამართით პიროტექტნიკა გამოიყენეს.
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხო ენების ტესტებში სიახლეები იქნება [იხ. ვიდეო]
გამოქვეყნების თარიღი: 02.12.2019, 21:13

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხო ენების ტესტებში სიახლეები იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს. დაგეგმილია ორი სახის ცვლილება. კერძოდ, მე-2 დავალება, წაკითხულის გააზრება, მოსმენის დავალებით ჩანაცვლდება. მე-6 დავალება, რომელიც გრამატიკულ ცოდნას ამოწმებდა 10-ის ნაცვლად, 12 საკითხიანი გახდება. შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახალი ფორმატის ტესტის ნუმუშებსაც აქვეყნებს, რაც აბიტურიენტებს და დაინტერესბულ პირებს ცენტრის ვებ- გვერდზე შეუძლიათ იხილონ.
უზენაეს სასამართლოში უვადოდ განმწესებას 20 კანდიდატი ელოდება [იხ. ვიდეო]
გამოქვეყნების თარიღი: 02.12.2019, 21:03

უზენაეს სასამართლოში უვადოდ განმწესებას 20 კანდიდატი ელოდება. დავა, რომელიც ზუსტად ერთი წლის წინ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატურებს მოჰყვა ამ დრომდე გრძელდება. მოსამართლის მარადიული მანტიისთვის ბრძოლას დღეს საკუთარი ინიციატივით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე გამოეთიშა. განცხადებაში, რომელიც მოსამართლემ გამოაქვეყნა, გადაწყვეტილების მიზეზად პირადი პრობლემები სახელდება, თუმცა როგორც ცნობილია, თავაძეს სხვა კანდიდატების მსგავსად მიზნის მიღწევაში ხელი დიპლომის საკითხმა შეუშალა. თავაძის მაგალითით ხელმძღვანელობისკენ, სხვა კანდიდატებს მოუწოდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა. იურიდიულ წრეებში შიშობენ, რომ ქვეყანაში მიმდინარე დაძაბული პოლიტიკური პროცესების ფონზე, ქართული ოცნების დეპუტატები სასამართლო კლანის მიერ წარდგენილ კანდიდატებს კენჭს უყრიან და უმაღლეს ინსტანციაში განამწესებენ.
ხელისუფლებისთვის ათ პუნქტიანი მიმართვა მოამზადეს დამოუკიდებელმა იურისტებმა. კახა წიქარიშვილი სასამართლოშ არსებულ კლანურ მმართველობაზე საუბრობს და იმ მიზეზებს განმარტავს, რომელთა მიხედვითად იურიდიულმა კომიტეტმა მოსამართლეების კანდიდატურები უნდა ჩააგდოს. კონსტიტუციის 42-ე მუხლის თავმჯდომარისთვის კანდიდატების კომპეტენციაც არადამაკმაყოფილებელია. მისი განმარტებით, უზენაეს სასამართლოში კლანის წევრი მოსამართლეები, მომავალი თაობის იურისტებისთვის კომფორმიზმის ცუდი მაგალითი იქნებიან.
უფრო ოპტიმისტურია ვახუშტი მენაბდის განწყობა. იურისტი ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემაში არსებულმა კლანმა, მოსამართლეთა გასაუბრებისას, საკუთარი სახე იმდენად მკაფიოდ გამოამჟღავნა, ხელისუფლებას პროცესების სათავისოდ წარმართვა გაუჭირდება.
მოსამართლეთა მიუღებელი სიისა და თანმდევი პროცესების გამო, უმრავლესობიდან წასული დეპუტატის შეფასებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ სიაში მყოფი მოსამართლეები ნაციონალური მოძრაობის "დანაშაულებრივ რეჟიმს" უკავშირდებიან და მათი არჩევა სასამართლო სისტემისა და ქართული ოცნების ღირებულებების ნგრევისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
გამოქვეყნების თარიღი: 02.12.2019, 21:00

აქციები და კონტრაქციები - ქართული პოლარიზებული პოლიტიკის ჩვეულ მოვლენად იქცა. მაშინ, როდესაც ხელისუფლება კვლავ ნაციონალური მოძრაობის მთავარ ოპონენტად წარმოჩენას ცდილობს, სპორტის სასახლეში „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდასაჭერად 11 000-ზე მეტი მოქალაქე იკრიბება მთავარი მოთხოვნებით: გასამართლდეს ყოფილი ხელისუფლება, ამჟამინდელმა მმართველობამ კი სამართლიან საარჩევნო გარემოს უზრუნველჰყოს. როგორც ჩანს პატრიოტების ხალხმრავალი აქცია ხელისუფლებისთვის იმდენად დამაფიქრებელი აღმოჩნდა, „ნაცონალურ მოძრაობას“ რეგიონებში სახელდახელოდ მომზადებული კონტრაქცია დაუპირისპირა. მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსის დაკარგვამ შფოთი მოჰგვარა ნაციონალურ მოძრაობასაც. მათი გადაწყვეტილებით პროტესტი რეგიონებში გადაინაცვლებს. როგორც ჩანს, ნაციონალები საკუთარი მცირერიცხოვნების დაფარვას, რაიონული ცენტრების, შედარებით მცირე პერიმეტრზე აპირებენ.
პოლიტიკურ პლატფორმაზე ძლიერ ოპოზიციად, „პატრიოტთა ალაინსს“ მიიჩნევს პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია. მისი თქმით, სპორტის სასახლეში გამართულმა მრავალრიცხოვნამა აქციამ ეს ფაქტი კიდევ უფრო გაამყარა.
საკუთარი შესაძლებლობები იციან „პატრიოტთა ალიანსში“, რაც არაერთხელ დაამტკიცეს. პარტიის აღმასრულებელი მდივანი განმარტავს, რომ ხელისუფლების მთავარი ოპონენტი საზოგადოების ის დიდი ნაწილია, ვინც პარტიის აქციაზე მათი მიზნები და პოზიცია გაიზიარა.
მოქალაქეები უკეთეს მომავალს სწორედ „პატიოტთა ალიანსის“ ინიციატივებში ხედავენ. საზოგადოების უმრავლესობა ამ პარტიას და მათ ლიდერებს ნდობას უცხადებს.
უკრაინელ დეპუტატზე თავდასხმის შედეგად, მისი სამი წლის ბავშვი დაიღუპა [იხ. ვიდეო]
გამოქვეყნების თარიღი: 02.12.2019, 12:12

საზარელი ტრაგედია კიევში. უკრაინელი დეპუტატის, ბიზნესმენის ვიაჩესლავ სობოლევის მანქანა ჩაცხრილეს. თავდასხმის შედეგად ავტომობილში მყოფი, დეპუტატის სამი წლის ბავშვი დაიღუპა. ტოლსტოის და ტარასოვის ქუჩების კვეთაზე სობოლევს დაუდგენელი პირი დაესხა თავს. ტყვია ბავშვს მოხვდა. არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანამდე, გარდაიცვალა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.
დონალდ ტრამპმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანთან დაკავშირებული საფრთხე განიხილეს [იხ. ვიდეო]
გამოქვეყნების თარიღი: 02.12.2019, 12:10

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანთან დაკავშირებულ საფრთხეზე ისაუბრეს. ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია. შეგახსენებთ, აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობები გასულ წელს გაუარესდა, როდესაც შეერთებული შტატები თეირანის 2015 წლის ბირთვული შეთანხმებიდან გავიდა და ირანს სანქციები ხელახლა დაუწესა.
ბოლო სასწავლო წლის განმავლობაში, სწავლა 12049 მოსწავლემ შეწყვიტა [იხ. ვიდეო]
გამოქვეყნების თარიღი: 02.12.2019, 12:10

ბოლო სასწავლო წლის განმავლობაში, სწავლა 12049 მოსწავლემ შეწყვიტა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.0%-ით ნაკლებია. სტატისტიკის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით იმ მოსწავლეთა შორის, რომელთაც სწავლა შეწყვიტეს, 40.7% გოგოა, ხოლო 59.3% – ბიჭი. ყველაზე მეტი, სამი ათასზე მეტი მოსწავლე მეათე კლასიდან გავიდა.
სტატისტიკის ეროვნულის სამსახურის გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეჭვქვეშ აყენებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. განათლების კომიტეტის ახალ თავჯდომარეს მტკიცედ სწამს, რომ ეს მონაცემები რამდენიმე წლის მაჩენებლებით არის განსაზღვრული. თუმცა ყველა ღონეს ხმარობს კომპლექსურად აღიწეროს იმ ბავშვები, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზის გამო საგანმანთლებლო დაწესებულებები დატოვეს.
პრობლემა უფრო ფართოდ და გლობალურად დაინახა განათლების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ. უკვე დამოუკიდებელმა დეპუტატმა მარიამ ჯაშმა სახელმწიფოს ყველა შესაძლებლობის გამოყენებისაკენ მოუწოდა იმისთვის, რათა სრულწლოვნებამდე საგანმანათლებო სივრციდან არცერთი ბავშვი არ გავიდეს.
საგანმანათლებლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე წლებია საუბრობენ ექსპერტები.
რესპოდენტები აღნიშნავენ, რომ მოსწავლეების უმრავლესობა სწავლას უსახსრობის გამო ვერ აგრძელებენ. მათი თქმით სამწუხარო რეალობა და სტატისტიკა მხოლოდ წლევანდელ სასწავლო წელს არ ეხება და პრობლემა განსაკუთრებული სიმწვავით რეგიონებში გვხვდება. მათი განმარტებით, პრობლემას სიღრმისეული შესწავლა ესაჭიროება. გამოსავალს სფეროს სპეციალისტები სახელმწიფოს მხრიდან მიზნობრივი პროგრამების განხორციელებაში ხედავენ.
გამოქვეყნების თარიღი: 02.12.2019, 12:09

საქართველოს ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, დელეგაციასთან ერთად, ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრ სახელმწიფოთა მე-18 ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის მთავარი მიზანია, საქართველოს სახელით, ჰააგის სასამართლოს წევრი სახელმწიფოების წინაშე განაცხადის გაკეთება იმის შესახებ, რომ საქართველო 2020 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს წარადგენს. კერძოდ, 2020 წლის დეკემბერში, ჰააგის სასამართლოს წევრ სახელმწიფოთა მე-19 ასამბლეის ფარგლებში, რომელშიც 123 სახელმწიფო მიიღებს მონაწილეობას, ექვს ვაკანტურ ადგილზე მოსამართლეები სხვადასხვა რეგიონიდან აირჩევიან. მათ შორის, ერთი მოსამართლე აღმოსავლეთ ევროპიდან იქნება. საქართველო სწორედ აღნიშნულ პოზიციაზე წარადგენს კანდიდატს.
გამოქვეყნების თარიღი: 02.12.2019, 12:08

"საარჩევნო პროცესის დროს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებისა და მასთან ბრძოლის შესახებ რეგიონული საპარლამენტო კონფერენცია იმართება. ღონისძიება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, კრისტიან ურსეს მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.
დავით ზალკალიანმა ლევილის ქართველთა სასაფლაო და მამული მოინახულა [იხ. ვიდეო]
გამოქვეყნების თარიღი: 02.12.2019, 12:05

საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ლევილის ქართველთა სასაფლაო და მამული მოინახულა. მინისტრმა პატივი მიაგო ემიგრაციაში წასული პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრების ხსოვნას. გვირგვინით შეამკო პირველი რესპუბლიკის პრეზიდენტის ნოე ჟორდანიას და საგარეო საქმეთა მინისტრის აკაკი ჩხენკელის საფლავები.
ბიუროზე დღეს სოფო ქაცარავას უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავენ [იხ. ვიდეო]
გამოქვეყნების თარიღი: 02.12.2019, 12:03

პროექტი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას ითვალისწინებს, იმ ღონისძიებების განსახორციელებლად , რომელთა დანერგვაც დადგენილი სამიზნე მაჩვენებლების შესრულებას, ენერგიაზე მზარდი მოთხოვნის ტენდენციის მართვას და ენერგიის დაზოგვის სამიზნე მაჩვენებლის რეგულირებას უზრუნველყოფს.
ენერგოეფექტურობის ახალი რეგულაციების დარღვევისთვის ფულადი ჯარიმები იქნება გათვალისწინებული.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ფუნქციების შესრულებისთვის სამინისტროში ენერგოეფექტურობის პოლიტიკის სამმართველო შეიქმნა, რომლის წლიური სარგოც 66 000 ლარს შეადგენს.
გამოქვეყნების თარიღი: 02.12.2019, 12:00

„ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე სასამართლომ ნიკა მელიას ჯარიმა, ზურაბ ადეიშვილს კი პატიმრობა განუსაზღვრა. აღნიშნულ საქმეზე მათ ბრალი 2013 წელს წაუყენეს.
ნიკა მელიას 25 000 - ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.
რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენს, მას ხუთი წლითა და სამი თვით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნულ საქმეზე ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თვალთმაქცური გარიგებით ქონების გადამალვაში დახმარებას ედავებიან.
„პატრიოტთა ალიანსის“ ფართომასშტაბიანი აქცია სპორტის სასახლეში [იხ. ვიდეო]
გამოქვეყნების თარიღი: 30.11.2019, 20:00

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა მრავალათასიან მხარდამჭერთან ერთად საკუთარი მოთხოვნები მორიგჯერ გააჟღერეს. პატრიოტებმა მოქალაქეებს სპორტის სასახლეში უმასპინძლეს. პარტიის ლიდერების მოთხოვნები უცვლელია, დამნაშავე რეჟიმის დასჯა, პროპორციული მშვიდი და სტაბილური არჩევნები ქვეყანაში. პარტიის ლიდერებმა შეკრებილ საზოგადოებას მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა სწორედ „პატრიოტთა ალიანსია“, რომელსაც მხარს თანამოაზრეთა მრავალათასიანი აქციები უმაგრებს.
ქვეყნის მთავარი ოპოზიციონერი ძალის პროტესტს შეუერთდნენ ახალგაზრდა პატრიოტებიც.
პატრიოტების პოზიციას სამართლიანობის დამკვიდრებისა თუ სხვა პოლიტიკურ საკითხების შესახე მოქალაქეები იზიარებენ. მოქალაქეები პარტიის ლიდერები სმიერ გაჟღერებულ ინიციატივებს და პოზიციებს ნდობას უცხადებენ და განმარტავენ, რომ ქვეყნის უკეთეს მომავალს სწორედ პატრიოტთა ალიანსის წინამძღოლობით ხედავენ.
„პატრიოტთა ალიანსმა“ დღევანდელი აქციით კდიევ ერთხელ განამტკიცა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ხელისუფლების მთავარი ოპონენტი სწორედ საზოგადეობის ის დიდი ნაწილია, ვინც დღეს პარტიის მიზნები და პოზიციები გაიზიარა. როგორც ჩანს ამის გააზრება ხელისუფლებასაც მოუწევს, რადგან „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების განცხადებით, პროტესტი იქამდე არ შეწყდება, ვიდრე მმართველი გუნდი, საზოგადოების მთავარ მოთხოვნებს არ შეასრულებს.
თეა წულუკიანი - ჩვენს ურყევ პოზიციად დარჩა ის, რომ ე.წ. გერმანული მოდელი არის ანტიკონსტიტუციური
გამოქვეყნების თარიღი: 30.11.2019, 16:00

ე.წ. გერმანული მოდელი, რომელსაც ოპოზიცია ითხოვდა, არის თუ არა კონსტიტუციური, შედგა ღრმა მსჯელობა, როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური. ჩვენს ურყევ პოზიციად დარჩა ის, რომ ეს მოდელი არის ანტიკონსტიტუციური და ამაზე მომდევნო დებატები ვეღარ გაიმართება, -განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკინმა ოპოზიციის, ხელისუფლების და დიპლომატების შეხვედრის შემდეგ.
„თუმცა, თუ იქნება სხვა რაიმე ტიპის შემოთავაზებები, რომლის შესახებაც გარკვეული მინიშნებები უცხოელი კოლეგებისგან გაკეთდა და თუ ეს შემოთავაზებები ჯდება იმ კონსტიტუციაში, რომელიც დღეს არის მოქმედი და 2020 წლის არჩევნებზე იქნება მოქმედი, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ არ დაიზარებს“, - აცხადებს თეა წულუკიანი.
თურქეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონს ტვინის შემოწმებას ურჩევს [იხ. ვიდეო]
გამოქვეყნების თარიღი: 30.11.2019, 12:05

თურქეთის პრეზიდენტი ფრანგ კოლეგას ტვინის შემოწმებას ურჩევს. გავრცელებული ინფორმაციით ამგვარი სიტყვებით ერდოღანმა ემანუელ მაკრონის განცხადებას უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ ნატოს ტვინი მკვდარია. საფრანგეთის პრეზიდენტმა ნოემბრის დასაწყისში ჟურნალ The Economist-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნატოს ტვინი მკვდარია, რასაც მსოფლიო ლიდერების კრიტიკა მოჰყვა. მაკრონმა ასევე დასძინა, რომ თურქეთს სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყების გამო ნატოს სოლიდარობისა და მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონდეს.
გამოქვეყნების თარიღი: 30.11.2019, 12:03

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად, ტრანს-ანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის პროექტის ინაუგურაციის ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.
გავრცელებული ინფორმაციით გახარია თურქეთში რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით იმყოფება.
ცერემონია ედირნეს პროვინციაში გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში, ანკარაში მაღალი დონის შეხვედრებია დაგეგმილი.
ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს [იხ. ვიდეო]
გამოქვეყნების თარიღი: 30.11.2019, 12:01

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა საარჩევნო სისტემაა. დიპლომატები იმედოვნებენ, რომ ხელისუფლება ოპოზიციასთან საერთო ენის გამონახვას მოახერხებს, მმართველ გუნდში კი ეცდებიან, რომ ოპონენტები ე.წ. გერმანული მოედელის კონსტიტუციასთან შეუსაბამობაში დაარწმუნონ. უკვე ცნობილია რომ ოპოზიციის ის ნაწილი, ვისთვისაც აღნიშნული მოდელი ამ ეტაპზე უალტერნატივოა, საკუთარი პოზიციის დათმობას არ აპირებს.
„პატრიოტთა ალიანსი“ დღეს, 6:00 საათზე, სპორტის სასახლეში აქციას გამართავს [იხ. ვიდეო]
გამოქვეყნების თარიღი: 30.11.2019, 12:00

,,პატრიოტთა ალიანსი“ ფართომასშტაბიანი აქციისთვის ემზადება. პარტია მხარდამჭერებს დღეს, 6 საათზე, სპორტის სასახლეში ელოდება. „პატრიოტთა ალიანსში“ დარწმუნებულები არიან, რომ აქცია ტრადიციულად ხალხმრავალი იქნება. პატრიოტების პოზიცია სამართლიანობის დამკვიდრებისა თუ სხვა პოლიტიკურ საკითხებში მოქალაქეებმა არაერთხელ გაიზიარეს. ძირითად მოთხოვნებს შორის დღეს სამართლიანი საარჩევნო გარემო და დამნაშავეების დასჯა იქნება. „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი დარწმუნებულია, რომ დღეს მოქალაქეები სპორტის სასახლეს გაავსებენ, რაც სხვა არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ შეუძლია. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ აღიარებს, რომ ნაციონალურ მოძრაობას მხარდამჭერები არ ჰყავს, თუმცა მის მთავარ ოპოზიციურ ძალად წრმოჩენას მაინც ცდილობს, რადგან ოპონენტებად ისევ დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენლები ჰყავდეს.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან პარლამენტის პიკეტირება ვერ მოხერხდა [იხ. ვიდეო]
გამოქვეყნების თარიღი: 29.11.2019, 12:12

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შენობის პიკეტირებას დილიდან გეგმავდნენ. ოპოზიციური პარტიის წევრები და მათი მხარდამჭერები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 10 საათიდან შეიკრიბნენ, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის წევრები საკანონმდებლო ორგანოში უკვე შესულები იყვნენ. პარლამენტის პრესსამსახური მმართველი გუნდის წევრების ადრიანად მისვლასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ უმრავლესობის სხდომა 9 საათისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა აღნიშნული სხდომა მედიისთვის დაანონსებული არ იყო. ოპოზიცია შესვლასთან დაკავშრებით განმარტებას აკეთებს. ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში პლენარული სხდომა იწყება. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კი სიმშვიდეა, ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცავები.
მადრიდში კლიმატის ცვლილებების შესახებ გაერო-ს კონფერენცია გაიმართება [იხ. ვიდეო]
გამოქვეყნების თარიღი: 29.11.2019, 12:10

სამიტს არგენტინისა და ეკვადორის პრეზიდენტები, ევროპის ქვეყნების 15 პრემიერ-მინისტრი და ევროკომისიის პრეზიდენტი დაესწრებიან.
მიუხედავად იმისა, რომ პარიზის კლიმატური შეთანხმება აშშ-მა დატოვა, სამიტს ამერიკული დელეგაციაც დაესწრება. დელეგაციაში 16 წევრი იქნება, მათ შორის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი.
დღეს გახდება ცნობილი, თუ ვინ დაიკავებს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს [იხ. ვიდეო]
გამოქვეყნების თარიღი: 29.11.2019, 12:08

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს, სადაც დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხებზე იმსჯელებენ.
დღის წესრიგში შეტანილი მეცხრე საკითხი, რომელიც ზოგიერთი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევას ეხება, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევას ითვალისწინებს, შესაბამისად,სწორედ დღევანდელ სხდომაზე გახდება ცნობილი, თუ ვინ დაიკავებს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ვასილ მშვენიერაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლა.
კანონმდებლები მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის გამარტივებასთან დაკავშირებით იმსჯელებენ [იხ. ვიდეო]
გამოქვეყნების თარიღი: 29.11.2019, 12:06

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონების პროექტებს განიხილავენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში. კანონმდებლები მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის გამარტივებასთან დაკავშირებით მეორე მოსმენით მიხეილ სარჯველაძის ინიციატივაზე იმსჯელებენ . ცვლილებების მიზანი მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფაა, რათა მოქალაეებმა ნაკლები ბიუროკრატიით და დროულად შეძლონ მიწის რეგისტრაცია.
ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გიგი უგულავა და გიორგი კანდელაკი დააკავეს [იხ. ვიდეო]
გამოქვეყნების თარიღი: 29.11.2019, 12:04

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლები. დაკავებულებს შორის არიან „ევროპული საქართველოს“ ლიდერები გიგი უგულავა და გიორგი კანდელაკი. ეროვნულ ბიბლიოთეკასთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მისვლას მოჰყვა. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცავები. საპატრულო პოლიციის უფროს შოთა სირაძეს ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.
ახალ ფრაქციას „დამოუკიდებელი დეპუტატი“ მარიამ ჯაში უხელმძღვანელებს [იხ. ვიდეო]
გამოქვეყნების თარიღი: 29.11.2019, 12:03

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატების ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატი“საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე დღეს ოფიციალურად დარეგისტრირდება. ახალ ფრაქციას მარიამ ჯაში უხელმძღვანელებს. როგორც ჯაში აცხადებს, ფრაქცია არ იქნება გადახრილი არც ერთი პოლიტიკური მხარისკენ.საპროცედურო საკითხთა კომიტეტი სოფო ქაცარავას ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებითაც იმსჯელებს. კომიტეტი ასევე განიხილავს პარლამენტს გამოკლებული წევრის, ვანო ზარდიაშვილის ადგილმონაცვლისა და თემურ გოცირიძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს.
პარლამენტში ახალ ფრაქციას დამოუკიდებელი დეპუტატები ქმნიან, რომელთა შორის არიან ლევან კობერიძე, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, მარიამ ჯაში და ზვიად კვაჭანტირაძე.
„წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებმა ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულეს [იხ.ვიდეო]
გამოქვეყნების თარიღი: 29.11.2019, 12:00

„წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებმა ოკუპირებული ცხინვალის ციხეში საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულეს.
როგორც „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მაია ქარდავამ განაცხადა , ვაჟა გაფრინდაშვილმა „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებს უთხრა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
სკანდალური დანიშვნები და პარლამენტიდან მაღალ თანამდებობაზე გადასული დეპუტატები [იხ. ვიდეო]
გამოქვეყნების თარიღი: 28.11.2019, 21:00

სკანდალური დანიშვნები და პარლამენტიდან მაღალ თანამდებობაზე გადასული დეპუტატები! ზაქარია ქუცნაშვილმა დეპუტატის მანდატზე უარი თქვა, მაგრამ თუ ფაქტების მიხედვით ვიმსჯელებთ ყოფილი პარლამენტარი ქართული ოცნების ლიდერის სიმპათიებს ჯერ კიდევ იმსახურებს. ობიექტივის დაზუსტებული ექსკლუზიური ინფორმაციით მეცხრე მოწვევის დეპუტატი უახლოეს მომავალში კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გიორგი ფრუიძეს ჩაანაცვლებს და წევრის სტატუსით მოგვევლინება. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ 20 ივნისის ღამის მთავარი ფიგურანტი დეპუტატის ანაზღაურება ახალ საჯარო სამსახურშიც ხუთნიშნა რიცხვს გადააჭარბებს. ობიექტივის გადამღები ჯგუფის არაერთი მცდელობის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, საკუთარი წარსული და ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ საუბარი არ ისურვა.
მანდატის დათმობის დღესვე ახალი სამსახური იშოვა ვანო ზარდიაშვილმაც. მმართველი გუნდის ყოფილი წევრს პარლამენტიდან წასვლის განცხადება დაწერილი არ ქონდა ეკონომიკის სამინისტროში, შპს ენერგოტრანსის დირექტორის პირველ მოადგილედ ისე დაინიშნა. როდის და რა დამსახურებით მიიღო თანამდებობა ქართული ოცნების ყოფილმა წევრმა ამ დრომდე გაუგებარია, ქუცნაშვილის მსგავსად „ობიექტივის“ კამერას დაემალა ვანო ზარდიაშვილიც. ენეგრო ტრანსში მისული გადამღები ჯგუფი ჯერ დაცვის თანამშრომლებმა, შემდეგ კი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა უარით გამოისტუმრა.
„ქართულმა ოცნებამ“ გუნდის ყოფილი წევრები მხოლოდ პოლიტიკურ სცენას ჩამოაშორა - ასე აფასებს ვახტანგ ძაბირაძე სკანდალურ დანიშვნებს. პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ამ ყველაფერს საზოგადოების თვალის ასახვევად აკეთევს და სინამდვილეში კი „ქართულმა ოცნებამ“ გუნდის ყოფილი წევრები მაღალანაზღაურებად სამსახურებში გადაიყვანა.
30 ნოემბერს, სპორტის სასახლეში, „პატრიოტთა ალიანსის“ აქციას ახალგაზრდები უერთდებიან [იხ. ვიდეო]
გამოქვეყნების თარიღი: 28.11.2019, 14:00

„საქართველოს პატრიოტები“ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლაში საზოგადოების თანადგომას ელოდებიან. პარტია თანამოაზრეებს საკუთარ სათქმელს, მშვიდობიანი აქციის ფორმატში შაბათს 30 ნოემბერს, 6:00საათზე, სპორტის სასახლეში ეტყვის. „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები მხარდამჭერებს აქციაზე მისვლისა და საკუთარი აზრის დაფიქსირებისკენ მოუწოდებენ. პარტიის ლიდერები განმარტავენ, რომ მათი ბრძოლა სამართლიანობისთვის დამოუკიდებელია და ბოროტ ძალებთან თანამშრომლობას არ აპირებენ.
30 ნოემბერს სპორტის სასახლეში მივლენ ახალგაზდა პატრიოტებიც. მათი თქმით, ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის თითოეული ქართველი ვალდებულია საკუთარი ქვეყნის ინტერესები დაიცვას და დესტრუქციულ ძალებს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის სათავისოდ გამოყენების უფლება არ მისცენ.
„პატრიოტთა ალიანსს“ ჰყავს მეტი მხარამჭერი, ვიდრე 20 გაერთიანებულ ოპოზიციურ პარტიას ერთად. ასე აფასებს პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია „პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკას. ექსპერტის განმარტებით, პარტიამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ქვეყანაში წამყვანი ოპოზიციური ძალაა, რომლის იმედიც საზოგადოებას აქვს. ანალიტიკოსი პატრიოტების პროტესტს სამართლიანს უწოდებს.
„პატრიოტთა ალიანსი“ შაბათს, საღამოს ექვს საათზე, სპორტის სასახლეში კიდევ ერთხელ გააპროტესტებს მმართველი გუნდისა და ნაციონალური მოძრაობის ამ დრომდე გაგრძელებულ თანამშრომლობას. პარტიაში მიაჩნიათ, რომ საზოგადოება მშვიდობიან და სტაბილურ გარემოს იმსახურებს, რისი მოპოვებაც მხოლოდ ბრძოლით არის შესაძლებელი.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს უსმენენ [იხ. ვიდეო]
გამოქვეყნების თარიღი: 28.11.2019, 12:15

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს უსმენენ. ივანე მაჭავარიანი საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში წარსდგა. აღსანიშნავია, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ბოიკოტის გამო კვლავ არ ესწრება ოპოზიცია.
ოპოზიციას საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება ხელისუფლებამ დაასწრო [იხ. ვიდეო]
გამოქვეყნების თარიღი: 28.11.2019, 12:12

პარლამენტთან აქცია განახლდა, სადაც აქტივისტები და ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები იმყოფებიან. სამოქალაქო ქტივისტებს და ოპოზიციას საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება ხელისუფლებამ დაასწრო. პარლამენტის შესასვლელი კარები და გზები რკინის კონსტრუქციითაა ჩახერგილი.
მთავრობის კანცელარიასთან სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი [იხ. ვიდეო]
გამოქვეყნების თარიღი: 28.11.2019, 12:10

მთავრობის კანცელარიასთან სამართალდამცავები კვლავ მობილიზებულნი არიან. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში შენობების პიკეტირება კვლავ გაგრძელდება. ბოლო მონაცემებით მთავრობის კანცელარიასთან სამართალდამცავებთან ერთად პროტესტის მონაწილეებიც რჩებიან. ამ დროისთვის ინგოროყვას მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება ტრანსპორტითა და ფეხით მოსიარულეთათვის შესაძლებელია.
ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოება [იხ. ვიდეო]
გამოქვეყნების თარიღი: 28.11.2019, 12:08

„ჯორჯიან თაიმსისა“ და კომპანია „გორბის“ მიერ ორგანიზებული, რიგით XX ბიზნეს რეიტინგის საიუბილეო დაჯილდოება „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ გაიმართა. საღამოს მედიისა და საზოგადოების თანდასწრებით, ექსპერტების მიერ შერჩეული საუკეთესო კომპანიები დასახელდა. საუკეთესოთა შორის საუკეთესო კომპანია ღონისძიების მსვლელობისას, კენჭისყრის საფუძველზე დასახელდა. XX ბიზნეს რეიტინგის საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში გამოვლენილი, გამარჯვებული კომპანია „ჯორჯიან პროდაქტსი“ გახდა.
ვახტანგ გომელაური - უწყება მობილიზებულია და ქვეყანაში უსაფრთხოების დასაცავად მუშაობს [იხ. ვიდეო]
გამოქვეყნების თარიღი: 28.11.2019, 12:07

უწყება მობილიზებულია და ქვეყანაში უსაფრთხოების დასაცავად მუშაობს - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის დაწყებამდე მედიასთან განაცხადა. გომელაურის თქმით, მნიშვნელოვანია პროცესები დიალოგის რეჟიმზე გადავიდეს. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, საპოლიციო რესურსი არსებობს და თუ აქციის მონაწილეები კანონის დარღვევას შეეცდებიან, პოლიცია შესაბამისად იმოქმედებს.
გამოქვეყნების თარიღი: 28.11.2019, 12:04

ევროსაბჭოს მინსტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა საქართველოსთვის არის ერთმნიშვნელოვნად დიდი პასუხისმგებლობა და ამადროულად დიდი შესაძლებლობა - ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის დღვანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა მოაწილეობა მიიღოს ევროსაბჭოს დღის წესრიგის შექმნაში და ევროპელი კოლეგების წინაშე საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები დააყენოს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის მარტივი, საქართველო რეფორმების გზას გააგრძელებს, რადგან ეს ქვეყნის მოქალაქეების არჩევანია.
გამოქვეყნების თარიღი: 28.11.2019, 12:03

პრემიერ - მინისტრი მთვარობის სხდომაზე პარლამენტის მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. გიორგი გახარიას თქმით, ბოლო დღებში ნათლად გამოჩნდა, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების დესტრუქციული ქმედებები მიზნად არა ცალკეული ინსტიტუტების, არამედ მთლიანად სახელმწიფოს ბლოკირებას ისახავს.მან მთავრობის წევრებს მოუწოდა, რაც არ უნდა ხდებოდეს პოლიტიკურ პროცესში, ეფექტიანად განაგრძონ სახელმწიფო ინსტიტუტების მართვა. გახარიას შეფასებით, პოლიტიკური პროცესი საბოლოო ჯამში ლოგიკურად საარჩევნო უბანზე სრულდება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში გამოხატვის უფლება სრულად არის დაცული. მისივე თქმით მთავრობას თოთოეული მოქალაქის წინაშე აქვს ვალდებულება, დესტრუქციული ქმდება სახელმწიფო ბიუროკრატიაზე არ გადავიდეს.
ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინს შეხვდება [იხ. ვიდეო]
გამოქვეყნების თარიღი: 28.11.2019, 12:00

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე პრაღაში გრიგორი კარასინს შეხვდება. ზურაბ აბაშიძის თქმით, საუბარი, პირველ რიგში, საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხს შეეხება. მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე, ტრადიციულად, საუბარი იქნება პრაღის ფორმატის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზეც, მათ შორის, სავაჭრო მიმართულებაზე. აბაშიძის თქმით, ამ ეტაპზე, რუსეთის მხრიდან საქართველოში ფრენების შესაძლო აღდგენაზე კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობს. შეგახსენებთ, აბაშიძე კარასინის შევხვედრა ბოლოს ივნისში გაიმართა.
გამოქვეყნების თარიღი: 27.11.2019, 21:03

საქართველოს ევეროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად არჩევნის აღსანიშნავად სტრასბურგში 6 თვის განმავლობაში ქართული ანბანით და საქართველოს თავმჯდომარეობის აღმნიშვნელი ბანერით მორთული ტრამვაი იმოძრავებს. საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯომარე ქვეყანა 2019 წლის 27 ნოემბრიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით იქნება. ამ პერიოდში საქართველო 20-მდე ღონისძიებას გაუწევს ორგანიზებას.
ორმაგი სტანდარტები ქართულ პოლიტიკაში [იხ. ვიდეო]
გამოქვეყნების თარიღი: 27.11.2019, 21:00

ორმაგი სტანდარტები ქართულ პოლიტიკაში არავის უკვირს. ქართულ საზოგადოებას არაერთი პოლიტიკური ფიგურა უნახავს, რომლებიც პარტიიდან პარტიაში დიდი ზარზეიმით გადადიოდნენ. როგორც ჩანს პოლიტიკაში ჩაბმულებს პოლიტიკური გემოვნება ხელისუფლების ცვლილების კვალდაკვალ ეცვლებათ. ასე მოხდა გუბაზ სანიკიძის შემთხვევაშიც. არქივი ინახავს არაერთ კადრს, სადაც " ქართული ოცნების" ყოფილი მაჟორიტარი „ნაციონალურ მოძრაობას“ და მიხეილ სააკშვილს აუგად მოიხსენიებს და წლების განმვლობაში რეჟიმის წინააღდეგ მებრძოლად გამოდიოდა. დღეს კი,მან ყოფილ ოპონენტთან პოლიტიკურ საკითხებზე დილოგზე უარი არ თქვა და სააკაშვილს ვალერი გელბახიანთან ერთად, უკრაინაში ჩააკიხა. როგორც აღნიშნავს, შეხვედრაზე საუბარი სააკაშვილის პოლიტიკურ გეგმებს და ქვეყნის მომავალს შეეხებოდა.
“გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სააკაშვილთან შერიგებას ქრისტიანული მორალით ხსნის და ამობს რომ ეს ნაბიჯი მას ქვეყნის ბედზე ზრუნვამ გადადგმევინა. გუბაზ სანიკიძე სააკაშვილის ხელისუფლებაზე, მისი წარული განცხადებების შესახებ კითხვამ უიმორის ხასითზე დააყენა და მედიას მისი ბიოგრაფიული მონაცემების შესწავლისთვის მადლობა გადუხადა.
სააკაშვილთან აუდიენცია უხერხულობას არ უქმნის არც ვალერი გელბახიანს. სააკაშვილის რეჟიმის პირობებში დევნილი, ყოფილი დეპუტატი ამბობს, რომ წარსულის ქექვა უნდა დასრულდეს და მან ეს სააკაშვილთან მიმართებაში უკვე გააკეთა. როგორც გელბახიანი აღნიშნავს, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა უკრაინაში შეხედრაზე, მასთან მიმართებაში შეცდომები აღიარა, ეს ფაქტი კი როგორც ჩანს მისთვის საკმარისი აღმოჩნდა წარსული დაევიწყებინა და პოლიტიკური საკითხები მასთან ერთად განეხილა. “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი დღეს ამბობს, რომ მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ ყველასთან ითანამშრლმლებს. ის სააკშვილს საქართველოში ნომერ პირველ და მსოფლიოში გავლენიან პოლიტიკოსად მოიხსემიებს. გელბახიანი სააკაშვილთან შეხვედრის დეტალების გამღავნებისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ პოზიცია არ შეუცვლია.
საქართველოს ჰყავს სრულიად არაკონსტრუქტიული და დისკტრედიტირებული ოპოზიცია, რომელთა ლიდერები ათას დანაშაულში არიან მხილებულები - ასე აფასებს ლევან ლორთქიფანიძე ოპოზიციის ქმედებებს. ანლიტიკოსის თქმით, სუსტი ოპოზიცია ხელს ისევ ხელისუფლებას აძლევს. ლორთქიფანიძე თვლის, რომ ქუჩაში გადასული სამოქალაქო პროტესტი შედეგს მაშინ გამოიღებს, თუ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ტრიბუნებს ჩამოშორდებიან.
გამოქვეყნების თარიღი: 27.11.2019, 12:20

დედაქალაქის მერის თქმით, ახალი ავტობუსების შემოყვანის შემდეგ მიკროავტობუსების მგზავრთა რაოდენობამ იკლო. კახა კალაძის განცხადებით, მგზავრები არჩევანს კომფორტულ ტრანსპორტზე აკეთებენ, თუმცა მიკროავტობუსები დედაქალაქის მოსახლეობის გადაადგილებაში ისევ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, მიუხედავად იმისა, რომ მათი მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს:თბილისის მერმა მოადგილეს ირაკლი ხმალაძეს პრობლემის უახლოეს პერიოდში მოგვარობა დაავალა და განაცხადა, რომ მიკროავტობუსების ჩანაცვლება 2020 წლიდან უნდა დაიწყოს.
დავით ზალკალიანი საერთაშორისო თანამეგობრობას სთხოვს, გაზარდოს ზეწოლა რუსეთის ძალებზე [იხ. ვიდეო]
გამოქვეყნების თარიღი: 27.11.2019, 12:16

შესაბამისი განცხადება საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ბერლინის საგარეო პოლიტიკის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, ქვეყანაში გრძელდება მცოცავ ოკუპაცია და ანექსია, ამიტომ ვითარება უფრო მკაფიოდ უნდა შეფასდეს.
მმართველი გუნდის წევრები ოპოზიციას საპარლამენტო პროცესებში ჩართვისკენ მოწოდებენ [იხ. ვიდეო]
გამოქვეყნების თარიღი: 27.11.2019, 12:12

უმრავლესობის წევრების განცხადებით, პარლამენტი მუშაობს და გააგრძელებს საქმიანობას, რათა მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება არ შეფერხდეს.მმართველი გუნდის წევრებმა ოპოზიციის წარმომადგენლებს საპარლამენტო პროცესებში ჩართვისკენ და ყველა პრობლემური საკითხის საკანონმდებლო ორგანოში განხილვისკენ მოუწოდეს. გია ვოლსკის განმარტებით, უხერხულობას ქმნის ის ფაქტი, რომ საკანონმდებლო ორგანო პოლიციითაა გარშემორტყმული, თუმცა, მისივე შეფასებით, ეს უხერხულობა ძალიან უმნიშვნელოა იმასთან შედარებით, რაც შესაძლოა, სახელმწიფოს შეექმნას, თუ პარლამენტი და სხვა სტრუქტურები მუშაობას არ გააგრძელებდენ.
ანრი ოხანაშვილის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ თავისი რეალური სახე აჩვენეს. მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოს არ ყავს კონსტრუქციული და კვალიფიციური ოპოზიცია.
გურამ მაჭარაშვილს “სირცხვილიას“ აქტივისტებმა პროესკონფერენცია ჩაუშალეს [იხ. ვიდეო]
გამოქვეყნების თარიღი: 27.11.2019, 12:09

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს გურამ მაჭარაშვილს, რომელიც მედიაცენტრ “მთავარში“ პრესკონფერენციას მართავდა, სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას“ აქტივისტები შეუვარდნენ. ისინი დეპუტატს პრესკონფერენციის ჩატარების საშუალებას არ აძლევდნენ და პროპორციული არჩევნების კანონპროექტის ჩაგდების გამო, პასუხს სთხოვდენ. უმრავლესობის წევრი პოლიციის თანხლებით გაიყვანეს. მან პრესკონფერენციის ჩატარება, ვერ შეძლო. აქტივისტები მაჭარაშვილს “სამარცხვინოს“ უწოდებდნენ.