29.11.2021 | 13:36
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით აცრას ნორვეგიაში 23 ადამიანი ემსხვერპლა [ვიდეო]

კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით აცრას ნორვეგიაში 23 ადამიანი ემსხვერპლა. ყველა მათგანი 80 წელს გადაშორებული იყო. როგორც ნორვეგიის წამლის სააგენტოს დასკვნაშია აღნიშნული, ვაქცინაციის შემდეგ მოხუცებულთა გარდაცვალების მიზეზი მათი თანმდევი დაავადებები გახდა, რამაც ვაქცინის უკუჩვენება გამოიწვია. მომხდარს სააგენტოს  წარმომადგენელი სტენაირ მადსენი გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, იშვიათ შემთხვევებში იმ ასაკოვან  პაციენტებს რომლებსაც სუსტი ჯანმრთელობა აქვთ, ვაქცინაცია რისკებს შეიცავს, ამიტომ მედიკოსებმა მათი აცრისას ინდივიდუალური მიდგომები უნდა გამოიყენონ. მედიკოსის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება იმ ადამიანებს უნდა მიაქციონ, ვისაც გულის უკმარისობა, დემენცია და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქცია აქვთ.

გამოქვეყნდა 317 დღის წინ  |  ნანახია 779-ჯერ
დღის გადაცემები