23.06.2021 | 19:36
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
74 წლის ასაკში კინორეჟისორი, ბუბა ხოტივარი გარდაიცვალა [ვიდეო]

74 წლის ასაკში კინორეჟისორი, ბუბა ხოტივარი გარდაიცვალა. მან   საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრა; სწავლობდა, მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტში, კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ტელეფილმების სტუდიისა და კინოსტუდია „ქართული ფილმის“ კინორეჟისორად. ხელმძღვანელობდა „ქართული ფილმის“ ახალგაზრდულ შემოქმედებით გაერთიანება, „ადამ და ევას“. იყო, კინოსტუდია „მემატიანის“ დირექტორი. როგორც დამდგმელ რეჟისორს, გადაღებული აქვს დოკუმენტური და მხატვრული ფილმები: „ისლამი საქართველოში“, „ლეხაიმ“, „მარკოზის სახარება“, „ლაზარეს თავგადასავალი“, „დიმიტრი მეორე“ და „ჩირიკი და ჩიკოტელა“.

გამოქვეყნდა 47 დღის წინ  |  ნანახია 297-ჯერ
დღის გადაცემები