23.06.2021 | 19:33
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ხელისუფლება და ოპოზიცია პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელოდება [ვიდეო]

კვლავ უცნობია გამოიყენებს თუ არა ვეტოს უფლებას სალომე ზურაბიშვილი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში  შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით. პარლამენტის მიერ მიღებულ სადაო კანონპროექტზე ხელისუფლების ოპონენტები ვეტოს დადებას ითხოვენ. არგუმენტები ოპოზიციური პარტიის წევრებმა პრეზიდენტს ინდივიდუალურად გააცნეს. ისინი იმედს არკარგავენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ვეტოს უფლებას გამოიყენებს. მათთვის გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველია ადმინისტრაციულ კანონში შესატანილი ცვლილებები, რომლითაც წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის განმეორების შემთხვევაში სანქციები იზრდება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის დაკავებული პირის სასამართლოში გამოცხადების ვადა, კი 24 საათით განისაზღვრება. ვეტოს არ გამოყენების შემთხვევაში ოპოზიცია საკუთარი კანონპროექტის ინიცირებას გეგმავს. მმართველ გუნდში ვეტოს დადების საფუძველს ვერ ხედავენ.

გამოქვეყნდა 47 დღის წინ  |  ნანახია 227-ჯერ
დღის გადაცემები