23.06.2021 | 18:03
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ტურიზმი კრიზისშია [ვიდეო]

მოძრაობა "ალტერნატივა" ტურიზმის კვლევის ცენტრს აფუძნებს. დარგი, რომელსაც ქვეყნის ბიუჯეტში სოლიდური თანხა შეჰქონდა კრიზისშია. ორგანიზაციის წევრები აღნიშნავენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ  საქართველოში ტურისტების შემოდინებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი სტატისტიკა არარელევანტურია.

მოძრაობა "ალტერნატივამ" ტურიზმში, სასტუმროებისა და რესტორნების ბიზნესში დასაქმებული 450 პირი გამოკითხა.  ორგანიზაციის ინფორმაციით მიმდინარე წელს საქართველოს საჰაერო სივრცე 56 000-მა ადამიანმა გადმოკვეთა, რომელთა უმეტესობა ქართველია. ბოლო ოთხი თვის მონაცემებით ტურისტებმა ქვეყანაში 142 მილიონი ლარი დახარჯეს, რაც მათივე განცხადებით აღნიშნულ სექტორში  დაბალი მაჩვენებელია.

გამოქვეყნდა 44 დღის წინ  |  ნანახია 237-ჯერ
დღის გადაცემები