23.06.2021 | 19:40
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
საქართველოში ოსტატთა რეესტრი ამოქმედდება [ვიდეო]

საქართველოში ოსტატთა რეესტრი ამოქმედდება, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა რესტავრაცია და დაქცვა დაევალება. ამის შესახებ კულტურის სამინისტროში გახდა ცნობილი.

„განაცხადების მიღების შემდეგ, კანდიდატები წარდგებიან სპეციალური კომისიის წინაშე, რომელიც პროფესიონალი არქიტექტორ-რესტავრატორებითა და დარგის სხვა შესაბამისი სპეციალისტებით იქნება დაკომპლექტებული.

გასაუბრების შედეგად, კომისია ან გასცემს რეკომენდაციას კულტურის სამინისტროს სისტემაში დასაქმების შესახებ, ან მიუთითებს დასაქმებამდე კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ. კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს (თეორიულ-პრაქტიკული წვრთნები) უზრუნველყოფს კულტურის სამინისტრო.

დასაქმებული ან კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე გაგზავნილი პირებისაგან შედგება ოსტატთა რეესტრი. მოცემული რეესტრის საფუძველზე, ეტაპობრივად გაცოცხლდება ჩვენს ქვეყანაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სათანადოდ დაცვის ტრადიცია რესტავრაცია-კონსერვაციის პროცესში.

საბოლოო ჯამში, რეესტრში აღრიცხული ოსტატები მიიღებენ დამატებით პრაქტიკულ გამოცდილებას და ერთწლიანი პერიოდის წარმატებით დასრულების შემთხვევაში - სერტიფიკატს. გათვალისწინებულია, რომ 2022 წლის 1 მაისიდან, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მუშაობის უფლება ჰქონდეთ მხოლოდ იმ სპეციალისტებს, რომელთაც ექნებათ სერტიფიკატით დადასტურებული პროფესიული უნარები“, - განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა  წულუკიანმა.

გამოქვეყნდა 48 დღის წინ  |  ნანახია 242-ჯერ
დღის გადაცემები