23.06.2021 | 18:17
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
პენტაგონი 22 ტონიანი უკონტროლო ჩინური რაკეტის მოძრაობას აკვირდება [ვიდეო]

პენტაგონის ცნობით, დედამიწას უზარმაზარი, 22-ტონიანი უკონტროლო რაკეტა უახლოვდება. საუბარია რაკეტის ნაწილზე, რომლითაც ჩინეთმა საკუთარ კოსმოსურ სადგურზე მოდული გაგზავნა. მისი მოძრაობის ტრაექტორია დედამიწის ატმოსფეროსკენაა მიმართული და როგორც სპეციალისტები აცხადებენ, სავარაუდოდ, ატმოსფეროში  8-10 მაისს შემოვა. პენტაგონი აცხადებს, რომ დიდი ზომის ჩინური რაკეტის მოძრაობას თვალს ადევნებს. აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ნამსხვრევების უმეტესობა ატმოსფეროში იწვის, რაკეტის ზომა შეშფოთებას მაინც იწვევს, რადგან  დიდ ნაწილებს, თუ ისინი დასახლებულ ადგილებში მოხვდებიან,  ზიანის მოტანა შეუძლიათ.  უწყების განმარტებით, დედამიწის ატმოსფეროში რაკეტის შემოსვლის ზუსტი ადგილმდებარეობა ჯერჯერობით ვერ დადგინდება. სპეციალისტები კი აცხადებენ, რომ რაკეტის ჩამოვარდნის სავარაუდო ტერიტორია წყნარი ოკეანე იქნება.

გამოქვეყნდა 48 დღის წინ  |  ნანახია 269-ჯერ
დღის გადაცემები