23.06.2021 | 19:27
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ენტონი ბლინკენი - აშშ რუსეთის უგუნურ და აგრესიულ ქმედებებს უპასუხებს [ვიდეო]

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, შეერთებული შტატები რუსეთის უგუნურ და აგრესიულ ქმედებებს უპასუხებს. თუმცა, ბლინკენი ასევე აღნიშნავს, რომ აშშ-ს  რუსეთთან უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობის სურვილი აქვს.  ცნობისათვის, ენტონი ბლინკენი გაერთიანებულ სამეფოში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტს დაესწრო.  სამდღიანი შეხვედრის შემდეგ საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ „ღრმად შეშფოთებულები“ არიან რუსეთის უპასუხისმგებლო და დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების გამო. „ეს მოიცავს რუსული სამხედრო ძალების მობილიზებას უკრაინის საზღვრებსა და უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში, მის მავნე საქმიანობას, რომლის მიზანი სხვა ქვეყნების დემოკრატიული სისტემებისთვის ძირის გამოთხრაა, მავნე კიბერ საქმიანობას და დეზინფორმაციის გამოყენებას,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

გამოქვეყნდა 48 დღის წინ  |  ნანახია 241-ჯერ
დღის გადაცემები