23.06.2021 | 18:42
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
გერმანიაში სოციალ-დემოკრატებმა კანცლერობის კანდიდატად ოლაფ შოლცი წარადგინეს [ვიდეო]

გერმანიაში სოციალ-დემოკრატებმა კანცლერობის კანდიდატად ოლაფ შოლცი წარადგინეს. მას მხარი პარტიის დელეგატების 96 პროცენტზე მეტმა დაუჭირა. კენჭისყრა ვირტუალურად გამართულ ყრილობაზე შედგა. სოციალ-დემოკრატიული პარტია პირველია, რომელმაც გერმანიაში სექტემბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ კანცლერობის კანდიდატი დაასახელა. ბოლო კვლევებით, სოციალ-დემოკრატებს მხარს ამომრჩეველთა 15-16 პროცენტი უჭერს. მოქალაქეთა უმეტესობა ამ ეტაპზე მწვანეების მომხრეა, რომელთაც ამომრჩეველთა 25-26 პროცენტის მხარდაჭერა აქვთ. მეორე ადგილზეა კონსერვატორების ბლოკი 23-24 პროცენტით. საპარლამენტო არჩევნები გერმანიაში 26 სექტემბერს გაიმართება.

გამოქვეყნდა 44 დღის წინ  |  ნანახია 223-ჯერ
დღის გადაცემები