
18 ნოემბერს, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" საგურამოს სათავე ნაგებობაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც, თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება.
ტექნიკური სამუშაოები 18 ნოემბერს დღის 13:00 საათიდან დაიწყება, მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება და 19 ნოემბრის დილის 08:00 საათზე დასრულდება.
"აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 18 ნოემბერს დღის 13:00 საათიდან 19 ნოემბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: გლდანის რაიონში - გლდანის "ა" მიკრორაიონს, I-VIII მიკრორაიონებს, სოფელ ბერთუბას, გიორგიწმინდას, ხერგიანის, წინამძღვრიშვილის, მარჯანიშვილის, მიქატაძის, გულისაშვილის, მაისურაძის, მებაღიშვილის, შეშელიძის, იპოლიტოვ-ივანოვის, სარაჯიშვილის, ზარზმის, ანდრონიკაშვილის, ქერჩის, ვასაძის, მორეტის, ხიზაბავრის, ხიზანიშვილის, კაჭარავას, ჯანჯღავას, ნანეიშვილის, მეგობრობის, ლიბანის, ანდრონიკაშვილის ქუჩას და შესახვევებს, ყუშიტაშვილის, უწერის, 9 ძმა ხერხეულიძის, გმირ კურსანტთა, ბოჭორიშვილის და მიმდებარე ქუჩებს, თიანეთის გზატკეცილს; ზაჰესში - გრიგოლ ხანძთელის, სხვიტორის და მიმდებარე ქუჩებს.
საბურთალოს რაიონში - ქოშიგორას დასახლებას, ნოზაძის, ხელაშვილის, ფარნავზის, გიორგი ბრწყინვალეს, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის, ფერაძის, მირიან მეფის, ჯავახიშვილის, სონღულაშვილის, უგრელიძის, კრისტოფერ კასტელის, ფედერიკ მონპერეს, ნიკო ბურის, ბარონ დე ბაის, ჰუგო ჰუბერტის, შერმადინის, ნესტან-დარეჯანის, ტარიელის, ვეფხისტყაოსნის, ცამეტი ასურელი მამის, როსტევანის, შეყლაშვილის, მაჭავარიანის, რჩეულიშვილის, შმერლინგის, ვაშლიჯვრის დასახლებას, ბენდუქიძის დასახლებას, კვანტალიანის, გოთუას ქუჩებს, ლვოვის, ასათიანის, ტაშკენტის და ბუდაპეშტის ქუჩების ნაწილს, კანდელაკის, ნუცუბიძის N2, თამარაშვილის, ზემო ვეძისის ქუჩას, ვაზისუბნის, ალასანიას და მიმდებარე ქუჩებს.
დიდუბის რაიონში: აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრს, დიღმის მასივი I კვ-ის N10, 11, 12 კორპუსებს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge