დღის სიახლეები

უკრაინის პრეზიდენტის ოფისი: გერმანია უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 8 მლრდ ევროს მიწოდებას ბლოკავს
გერმანია უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 8 მლრდ ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების მიწოდებას ბლოკავს. ამის შესახებ ბრიფინგზე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ განაცხადა.
მისივე თქმით, პოზიტიური სიახლეა ის, რომ უკრაინამ ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 9-მილიარდიანი დახმარებიდან 1 მილიარდი ევრო მიიღო.
"ველოდებით კიდევ 8 მილიარდ ევროს. სამწუხაროდ, ევროკავშირის ცალკეული ქვეყნები, კერძოდ, გერმანია, ჯერჯერობით ბლოკავენ ამ საკითხის განხილვას. უკრაინის პრეზიდენტი ამ საკითხზე პარტნიორებთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს", - აცხადებს ჟოვკვა.
მსგავსი
დღის გადაცემები