დღის სიახლეები
    სომხეთში დაუმორჩილებლობის აქციები გრძელდება [ვიდეო]
        სომხეთში დაუმორჩილებლობის აქციები გრძელდება. ადგილობრივი მედიის ცნობით, ერევანში მომიტინგეების ნაწილმა ღამე რესპუბლიკის მოედანზე, მთავრობის სახლის წინ გაათენა, საპროტესტო აქცია კი დღეს ისევ გაიმართება. დემონსტრანტები სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, პარტია „დაშნაკცუთუნის“ უმაღლესი ორგანოს წარმომადგენელის იშხან საღატელიანის განცხადებით, მომიტინგეები მოედანს მანამ არ დატოვებენ, ვიდრე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი თავის პოსტს არ დატოვებს.
მსგავსი
    
            
            