დღის სიახლეები
    "პატრიოტთა ალიანსის"  ინიციატივა - რუსეთთან პირდაპირი დიალოგის აღდგენა [ვიდეო]
        რუსეთთან პირდაპირი დიალოგის აღდგენა - ამ ინიციატივით პარტია "პატრიოტთა ალიანსი" გამოდის. პარტიაში მიაჩნიათ, რომ საქართველოს ტერიტორიული აღდგენის მოგვარება მხოლოდ სოხუმთან, ცხინვალთან და მოსკოვთან დიალოგით არის შესაძლებელი.
დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, დიალოგის ყველა დონეზე აღდგენის და კულტურულ-სოციალური ურთერთობების გასაახლებლად, "პატრიოტთა ალიანსი" რუსეთის პრეზიდენტს მიმართავს. ინიციატივას პარტიის წევრებთან ერთად, ცნობილი ქართველებიც უერთდებიან. ალიანსის თავმჯდომარე, დავით თარხან-მოურავი ახლო წარსულში, პარტიის წევრებისა და რუსი დეპუტატების დიალოგის შედეგზე საუბრობს. ხელისუფლების უმოქმედობის შესაძლო საფრთხეებზე პარტიის გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილი ამახვილებს ყურადღებას.
მსგავსი
    
            
            