17.05.2024 | 23:37
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
მეუფე იაკობი: "პატრიარქი არის სიცოცხლის ბოლომდე პატრიარქი"

ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი აცხადებს, რომ სინოდის სხდომაზე პატრიარქის უფლებამოსილების გადაბარებაზე საუბარი "აბსოლუტურად არ ყოფილა".

მისი თქმით, პატრიარქი სიცოცხლის ბოლომდე არის პატრიარქი.

"ზღაპრებს ნუ მიყვებით! პატრიარქს, როცა ირჩევენ, ჯვარი წერია... პატრიარქი არის სიცოცხლის ბოლომდე კათოლიკოს პატრიარქი. რასაც პატრიარქთან დაკავშირებით მეუბნებით, აბსოლუტური სისულელეა. ვინც მაგას გეუბნებათ, თავში ჭკუა არ აქვს!", - აცხადებს მეუფე იაკობი.

მისივე თქმით, "სინოდის სხდომა მაშინ დაიწყო, როცა უნდა დაწყებულიყო".

"ვინ გითხრათ რომ დაგვიანდა? ჩვენ აქ ვიკრიბებით 12 საათზე და 6 საათზე, ან 8 საათზე რომ გადაგვეწყვიტა და დაგვეწყო რა? ვის რა პრეტენზია აქვს? მანამდე გავიარეთ საკითხები და შედარებით სწრაფად იმიტომ დავამთავრეთ", - აღნიშნავს მეუფე იაკობი.

დღის გადაცემები