20.06.2025 | 19:10
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ინდონეზიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 268-მდე გაიზარდა

ინდონეზიის კუნძულ იავაზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 268-მდე გაიზარდა, 151 ადამიანი კი, ამ დროისთვის, დაკარგულად ითვლება.

კატასტროფების სააგენტოს ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 1 000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, 58 000 იძულებული გახდა, საკუთარი საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა და 22 000 სახლი დაზიანდა.

მისი თქმით, დაღუპულებს შორის ბევრი ბავშვი, რომლებიც მიწისძვრის დროს სკოლაში იმყოფებოდნენ.

მაშველები შენობების ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძებნას განაგრძობენ.

5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იავაზე, ჩიანჯურის ქალაქთან ახლოს ორი დღის წინ მოხდა.

დღის გადაცემები