დღის სიახლეები
    დედაქალაქის მერია ბაგები-წყნეთის  დამეწყრილ უბანს  საყრდენი კედლით გაამაგრებს [ვიდეო]
        დედაქალაქის მერია ბაგები-წყნეთის გზაზე დამეწყრილი უბნის საყრდენი კედლით გამაგრებას იწყებს. ამის შესახებ კახი კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
თბილისის მერის თქმით, აღნიშნულ მონაკვეთზე 80 მეტრი სიგრძის და 5 მეტრი სიმაღლის რკინა-ბეტონის კედელი მოეწყობა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, აღნიშნული სამუშაოები გზის კონკრეტულ მონაკვეთზე გადაადგილებას მაქსიმალურად უსაფრთხოს გახდის.
მსგავსი
    
            
            