22.06.2025 | 02:34
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 დეკემბერს, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 დეკემბერს, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, 14 დეკემბერს 01:00 საათიდან 06:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის და დუშეთის რაიონის სოფლებში: სტეფანწმინდა, მთა ვარცლა, ჩანადირთკარი, არშა, აბანოსხევი, ქვეშეთი და მიმდებარე სოფლებში.

10:00 საათიდან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: მაღაროსკარი, ბარისახო, გომეწარი, ქალილო, ხარტიშო, თხილიანა და მიმდებარე სოფლებში.

მათივე განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

დღის გადაცემები