30.05.2025 | 02:06
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
Amnesty International-ის გენერალური მდივანი: "სოციალურ ქსელებში უკრაინული და რუსული ბოტები და ტროლები Amnesty International-ის გამოძიებას უტევენ"

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის გენერალურმა მდივანმა, ანიეს კალამარმა განაცხადა, რომ სოციალურ ქსელებში უკრაინული და რუსული ბოტები და ტროლები ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშს უტევენ.

"სოციალურ ქსელებში უკრაინული და რუსული ბოტები და ტროლები: ისინი დღეს Amnesty International-ის გამოძიებას უტევენ. ამას ჰქვია ომის პროპაგანდა, დეზინფორმაცია. ეს ჩვენს მიუკერძოებლობაზე გავლენას არ მოახდენს და არ შეცვლის ფაქტებს", - აღნიშნა ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა.

შეგახსენებთ, რომ Amnesty International-მა თავის ანგარიშში განაცხადა, რომ უკრაინული ჯარი სკოლებსა და საავადმყოფოებში შეიარაღების განთავსებით და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენებით საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს.

დღის გადაცემები